Nothing at all

ადრე დამწყებ ბლოგერებს ვარიგებდი ხოლმე, როცა არ გეწერინებათ, ზუსტად მაგაზე დაწერეთ, თუ რატომ არ გეწერინებათ და პოსტი გამოვა მეთქი. ხშირად მეც გამომიყენებია მსგავსი “ხერხი” (თუ ეწოდება ამას ასე) და ხანდახან ამართლებს, მაგრამ ჩემს დარიგებაში პუნტქი “რა დავწეროთ მაშინ, როცა ისიც კი არ გეწერინება, რომ არ  გეწერინება”- არ ყოფილა! :))

რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ გავიდა 3 კვირა უპოსტოდ:

1. როდესაც სტაჟიანი ბლოგერი ხარ, რაღაცნაირად ნელ-ნელა გეწურება ის default თემები, რომლებზეც ყველა წერს.

2. პირველი პუნქტის შემდეგ ჩნდება კითხვა, კი მაგრამ, აქტუალური თემები? o_O  პოლიტიკა, ტელეგადაცემები, ვიღაცა სცემეს, ვიღაცამ გცემა, ნათელაშვილი მიტინგს მართავს, მგზავრობა და შაქარი  ძვირდება, ნანუკა შოუში ტექსტ ვერ იმახსოვრებს და მაია ასათიანი ყველა გადაცემაში ლაპარაკის ნაცვლად ყველას ამღერებს… ასეთ თემებზე უკიდურესი გაბრაზების შემთხვევაში ვწერ. არ მიყვარს ჩარევა. შესაბამისად, ჩემი ასეთი გაბრაზება კიდევ იმ დონემდე, რომ პოსტი დავწერო, ძნელია. თან, მე სანამ დასაპოსტად შევალ, უკვე ბევრს აქვს დაპოსტილი. + ფეისბუქზე გაცილებით ადვილია რამდენიმე სიტყვაში ჩაატიო ბრაზი- ეს უფრო ადვილი და სწრაფია.

3. როცა ბლოგერობა შენი სამსახურია…თანაც ისეთი, მზე და მთვარე რომ ამოგდის :D

nichieri.ge-ს დიდ დროს ვუთმობ. შეიძლება “არაფერი ისეთი” იყოს კონკრეტულ მომენტში გასაკეთებელი, მაგრამ გონებრივად იქით ვარ გადართული. ცუდი ის არის, რომ როცა ვიცი, ხვალ მაგალითად, ორშაბათია და ნიჭიერის დღეა, იმაზე ვფიქრობ ხვალ რა უნდა გავაკეთო და არა იმაზე, რომ მე 3 კვირაა  საკუთარ ბლოგზე არაფერი დამიწერია :)))

4. ეს ფენომენიც დიდი ხანია დამეწყო- რომ ვიგებ რომ “ვინმე ისეთი” კითხულობს, ვკომპლექსდები, ძირითადად ოჯახის წევრებთან დაკავშირებით.  გუშინ დაწერა   ამაზე ანინამ და ზოგადად, იმაზე თუ როგორ გვემართება “გადაწვა” ბლოგერებს. recommended- როგორ კვდებიან ბლოგები

ეს შედარებით ზოგადსაკაცობრიო მიზეზები, ახლა პირადი მიზეზებით რომ არ ვიმართლო თავი, ისე არ გამოვა:

ნარკოზის არც ისე კარგი შედეგების შესახებ ვიცოდი, მაგრამ ვგრძნობ, რომ ბევრი რაღაც სხვანაირად არის. უენერგიოდ ვარ და რაც ენერგია მაქვს კი აღვნიშნე რასაც ვახმარ. თავისუფალ დროს კიდევ მირჩევნია აზროვნებით არ ავიტკიო თავი და youtube-ზე ვერთობი.
ამინდის ოდნავ ცვლილებაზეც კი თავბრუ მეხვევა, წნევა მიხტუნავს და პულსი 115-მდე ადის.   ხასიათიც  არ მაქვს კარგ მდგომარეობაში. ადვილად ვღიზიანდები. სამაგიეროდ, სარკეში ჩემს ცხვირს რომ ვხედავ კარგ ხასიათზე ვდგები :D ისე, ჯერ კიდევ იცვლება ძალიან. ხანდახან მეჩვენება, რომ ყოველ დღე სხვანაირია… გარეთ რომ გავდივარ მისივდება და კარგა ხანს იქნება ასე :( მაგრამ ძირშიც ტკბილია და კენწეროში  წარმომიდგენია როგორ გატკბილდების :D

ყველაფერთან ერთად, ისე გამოვიდა, რომ სახლში ჯდომას ძალიან მივეჩვიე და ვეღარ გავდივარ. მთელი ცერემონიალები მჭირდება იმისთვის, რომ “არააუცილებელ” ვითარებაში გავიდე. ნახევარფინალების იმედი მაქვს <3 ბლოგზეც გამოვსწორდები!

ნელ-ნელა ვცდილობ თავს ვუშველო და გავაღწიო. ჰოდა პოსტის ბოლოს,  ამ თემასთან დაკავშირებით, არ შემიძლია არ დავდო bruno mars-ის ახალი სიმღერა და კლიპი, დაიპყრო ჩემი გული  :D he made my day გუშინაც და დღესაც:

“Today I don’t feel like doing anything
I just wanna lay in my bed
Don’t feel like picking up my phone, so leave a message at the tone
‘Cause today I swear I’m not doing anything”

♫♫♫♫

http://www.youtube.com/watch?v=fLexgOxsZu0&

Comments

comments

17 Responses to Nothing at all
  1. ფსიქე პასუხი

    მშვენიერია მშვენიერი! ცხვირი :)

  2. ნინო პასუხი

    au tini rogor momwons sheni cxvირი ნეტა იცოდეეე ძალიან გიხდება

    უნიში არ დადიხარ?

  3. Tiny პასუხი

    ფსიქე <3 <3

    ნინო – მადლობა <3
    უნივერსიტეტში კი დავიწყე სიარული. დღეები ისე მაქვს გადანაწილებული, რომ ხუთშაბათი-პარასკევი-შაბათი მიწევს მარტო. ზოგჯერ მაინც მეცდენინება როცა თავი არ მაქვს გასვლის:/ორშაბათს ისედაც გავდივარ ნიჭიერის გამო და იმ ერთ ლექციაზეც მივდივარ,რაც მაქვს:)))

    არაა,მორჩა იმ კვირიდან ავიღებ რაზგონს და ჩემებს ვეტყვი სახლში აღარ შემომიშვან თუ არ გავეტიე :D

  4. მარი პასუხი

    აი, ახლა ვაკვირდები და მივხვდი, რომ არასოდეს დამიწერია აქტუალურ თემებზე და საერთოდ ვერ ვიტან უცებ რაღაც თემა რომ იფეთქებს ხოლმე და უცებ ყველა ბლოგზე ერთი და იგივე იწერება. ამიტომაც “ვეტანები” შენს ბლოგს რომ ეგეთ შემთხვევებს არ ვაწყდები აქ. :)

  5. ირმის ნახტომი პასუხი

    პირველი 2 ფოტო მომწონს ძალიან!

  6. Natalia პასუხი

    აუ, რა კარგი ცხვირი გაქვს თინი <3 ასეთი კარგი ნაოპერაციები ცხვირი ჯერ არ მინახავს :))

  7. თინ პასუხი

    მოთმინებით , ველი შენს პოსტებს..:* ყველაზე თბილო და ყველაზე გულწრფელო.. შენი , კითხვა არასოდეს მომბეზრდება.. :) ცხვირს აღარ ვეხები,ძალიან ძალიან ლამაზია, შენთან ერთად :*

  8. loe პასუხი

    ხშირად ვკითხულობ შენს ბლოგს, თანაც დიდი სიამოვნებით :)

  9. Tiny პასუხი

    @მარი

    @ირმის ნახტომი

    @Natalia

    @თინ

    @loe

    მადლობები <3 <3 <3

  10. თამჩი პასუხი

    არ გეწერინება და ნუ გეწერინება,ძალით წერას სულ დაუწერლობა ჯობია,მე თუ მკითხავს კაცი :D ა,მე არავინ მკითხავს? კაი :D მე მინახავს თემის აქტუალურობის გამო დაწერილი პოსტები(‘გვარს არ დავასახელებ’),მაგრამ იშვიათად აღვუფრთოვანებივარ რომელიმე მათგანს,თუნდაც იმიტომ,რომ ყველა ბლოგზე ერთი და იგივე გხვდება :)) ამიტომ მე მომწონს შენი “ტაქტი” (ჯეობარი გამახსენდა და :D),ხოდა ამიტომაც მოთმინებით ვიტან უპოსტობასაც :))) :*

  11. Gvantsa პასუხი

    ვაიმე როგორ გალამაზდი თინიიი და წერე წერე წერეეეე

  12. egoisti პასუხი

    ცხვირი ცხვირი <3 <3<3
    ხოდა ბრუნოს ახალი კლიპი ჩემია ჩემი <3 სულ მაგას ვუსმენ <3

  13. Tiny პასუხი

    @თამ
    აი,ჭეშმარიტი მკითხველი! გესმის ჩემი :D :*:* <3
    @გვანცა
    @egoisti

    <3 <3 <3

  14. ROKO პასუხი

    ძალიან გიხდება :)

  15. retainer პასუხი

    What’re the Benefits of Dental Insurance?

    retainer

  16. Rocio Groeneveld პასუხი

    This has been really seriously open-handed of you to
    allow publicly just what numerous people would’ve supplied
    as an e-book to generate some dough for their own end, most importantly given that
    you could possibly have tried it if you ever wanted.
    Those good tips likewise acted to be a easy way to be certain that other people have the same eagerness just as mine
    to grasp much more with reference to this issue. I know there are many more
    fun moments ahead for those who browse through your blog.

  17. Karen პასუხი

    კარგი იცოდეს. ეს იქნება დიდი, რომ ნახოთ უფრო განახლებები თქვენ თუმცა. არა ყველა კავშირები როგორც ჩანს მუშაობა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Please enter your name, email and a comment.

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>