Segreti Di Natura

ამ პოსტში ბევრი დადებითი რამ უნდა ვთქვა ერთ-ერთ სილამაზის სალონზე, ამიტომ წინასწარი გაფრთხილების სახით – ეს არ არის სარეკლამო პოსტი, ყველა რეკომენდაცია დამყარებულია მხოლოდ ჩემს პირად შთაბეჭდილებაზე.

თავის მოვლის პროცედურებს ძირითადად სახლის პირობებში ვიკეთებ. რისი გაკეთებაც მე თვითონ შემიძლია, იმაში ფულის გადახდა არალოგიკურია, მითუმეტეს,  თუ არ მეზარება.  თუმცა, არის რაღაც პროცედურები, რასაც მე თვითონ ვერ გავიკეთებ, მაგალითად, წარბების კორექცია, რომელსაც რამდენიმე წელი თავად ვახერხებდი, მაგრამ ყველა მოხერხება საშინელი შედეგით მთავრდებოდა. როცა მივხვდი, თავად ვერ ვართმევდი თავს, წავედი და გავიკეთე სალონში. შედეგი ძალიან კარგია, ფორმა აშკარად გაუმჯობესებული მაქვს. ასეთივე პროცედურაა ეპილაცია – როგორც ბიო, ასევე ლაზერული. პრინციპში, მეტი არც არაფრისთვის გამომიყენებია სალონები.

წინა პოსტში მეწერა, ფრჩხილების დაგრძელების ვაუჩერის აღებაზე ვფიქრობ მეთქი. ბევრი ფიქრი არ დამჭირდა, პოსტის გამოქვეყნებიდან ალბათ ნახევარ საათში  ჩემი იყო. ანუ, პირველად მივდიოდი სალონში ისეთ პროცედურაზე, რაც ფრჩხილებთან იყო დაკავშირებული.

სილამაზის სალონი ისეთი ადგილია, სადაც თავი კომფორტულად უნდა იგრძნო და ბედნიერი წამოხვიდე.  გარდა ამისა, გარემოს შეჩვევაც მნიშვნელოვანია, ალბათ. მე ძალიან მიჭირს უცებ ახალ გარემოსთან შეგუება და ამიტომ, ერთგან რომ მივედი, სხვაგან არსად მიცდია.  ჩემი “ძირითადი” სალონი, სადაც თვეში 2-3-ჯერ ჩემთვის საჭირო პროცედურებზე მივდივარ, “ნეფერტიტია”. ცოტა ძვირი სალონია (ცოტა კი არა, წარბების კორექციაში 20 ლარის გადახდა ცოტა სულელური საქციელია ჩემი მხრიდან, მაგრამ ოღონდაც ასეთი ფორმა დარჩეს და არავინ გამიფუჭოს, ჯერჯერობით ვერ ვანდობ სხვას ამას) და  გარემოც შედარებით ცივია იმიტომ, რომ ყველა თავის კაბინეტშია შეკეტილი, ყოველ 15-20 წუთში ერთხელ ახალ-ახალი კლიენტი მოდის.

ამ სიტუაციის მაგალითზე მიჩვეულს, ძალიან მეუცხოვა იმ სალონის გარემო, სადაც ფრჩხილების დასაგრძელებლად მივდიოდი – არც ძალიან საოცრად კეთილმოწყობილი, პატარა სივრცეში მოყუჩებულია.

თან, ჩაწერაში რაღაც შეცდომა მომხდარა და ერთი საათით მიგვიანდებოდა ისედაც 3 საათიანი პროცედურა. როგორც კი მივედი, მაშინვე ყავა/ჩაი შემომთავაზეს და მომიბოდიშეს. რომ გითხრათ ბოდიშმა იმოქმედა მეთქი, მოგატყუებთ. ბოლო 20 წუთი უკვე ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი და წამოსვლას ვაპირებდი. თუმცა, საფიქრალიც მქონდა თან – ვისაც უნდა გაეკეთებინა ჩემთვის ეს პროცედურა, ჩემი ფრჩხილების ნახვის შემდეგ გამეტებით მარწმუნებდა არ გინდა, გაგიფუჭდება ფრჩხილებიო და სასწორზე ჩემი ჯანმრთელი ფრჩხილები VS გრძელი და ლამაზი ფრჩხილები, საინტერესო გამოცდილებასთან ერთად იდო.

ამასობაში მოაღწია ჩემმა დრომ და ნელ-ნელა დაიწყო ჩემი ხასიათის შემობრუნება სიკეთისკენ. ლიკამ, რომელსაც დავუჯერე, საკუთარ თითზე მაჩვენა მთელი პროცედურა ფრჩხილის დაგრძელების, პატარა მასტერკლასი გვქონდა :) დაწვრილებით ყველაფერი nailart.ge-ზე უკვე დავწერე – http://nailart.ge/dagrdzeleba/

მოკლედ, ვაუჩერში გადახდილი 47 ლარი, გადაცვლილი მაქვს ნებისმიერ სხვადასხვა პროცედურებზე, რომლებსაც ალბათ სულ ფრჩხილებზე დავხარჯავ. წარმოიდგინეთ, ფრჩხილების გაკეთება, ხელის სკრაბის და სპეც.ზეთის მასაჟით წასმა, მერე ტალახი, მერე პარაფინის პროცედურა და მერე მანიკური. ოთხჯერ კიდევ უნდა მივიდე) ამაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს, ისეთ სიმსუბუქეს და ნეტარებას გრძნობდნენ ჩემი ხელები.

თანამშრომლების კეთილსინდისიერება მარტო ჩემზე არ იყო გავრცელებადი – ვინც რეკავდა ფრჩხილების დაგრძელებაზე, ყველას ეუბნებოდა ჯერ მაჩვენეთ ღირს, თუ არაო. გარდა ამისა, თმის შესაღებად იყო ერთი საკმაოდ გრძელთმიანი გოგო მოსული, მაგრამ უთხრეს, რომ თმა დაგეწვება იმ ტონით, რაც შენ გინდა და ჯობია რომ საერთოდ არ გაიკეთოო. ცოტა გაოცებული ვიყავი, მაგრამ  ლოგიკა კი დევს ამაში – გენდობიან, შესაბამისად მეორედ, მესამედ და მებევრედ მოვლენ შენთან.
თავისთავად კარგ ხასიათზე ისედაც დადგები, როცა ზედმეტ თმას მოიშორებ, ლამაზი ვარცხნილობა გექნება, იდეალური ფორმის წარბი, ან მოვლილი ფრჩხილები, მაგრამ კიდევ სხვა საკითხია  განწყობაც.

არ ვიცი მე გამიმართლა და იქ ყოფნის დროს დანარჩენი კლიენტებიც ნამეტანი კარგები იყვნენ, თუ ზოგადად გარემომ იმოქმედა, მაგრამ ძალიან ბევრი კომპლიმენტი ვიყიდე – ერთს ფეხსაცმელი მოეწონა და დააინტერესა სად ვიყიდე. მერე თმის შესაღებად მოსული გოგო დადნა ჩემი თმების დანახვაზე. სხვათაშორის, მე რომ ვამბობდი ეჰ, ჩემი არაჯანსაღი თმა რა საცოდაობაა მეთქი, თურმე ძალიანაც კარგი თმა მაქვს. ყველაზე ტკბილი მომენტი იყო, როცა ფრჩხილების გაკეთების დროს იქაური სტილისტი მოვიდა და მითხრა, გუშინ ინტერნეტში ძალიან ლამაზი ვარცხნილობა ვნახე და თუ შეიძლება, გაგიკეთებო. ულამაზესი გამოსულა, მერე ფოტოებზე ვნახე კარგად <3

 

 

კომპლიმენტები ფრჩხილებაც მიიღეს. ძალიან კარგი ფორმა გაქვს და ჯანმრთელიაო. თან, ყველაზე მეტად ისეთი ადამიანის გაცნობა გამიხარდა, რომელმაც ძირითადი პროფესია გადადო იმის გამო, რომ ფრჩხილები უყვარს და ძალიან დიდ სიამოვნებასაც იღებს ამით.

იმ კოსმეტიკის და პროცედურების შესახებ, რომლებიც სალონში მოქმედებს, ან საიტი ნახეთ, ან ფეისბუქ გვერდი (ორივე მოსავლელი და ჭკუაზე მოსაყვანია, დრო რომ მექნება გავცემ ერთი-ორ რჩევას). მე რა პროცედურაც  არ გამომიცდია იმაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ 5 საათი გავატარე იქ საერთო ჯამში და ბოლოს სახლში მეგონა თავი :D შესაბამისად, არც კი დამეზარა ამდენი ლაპარაკი პოსტში :)

319 thoughts on “Segreti Di Natura”

  1. I do believe all of the concepts you’ve offered to your post. They’re very convincing and will certainly work. Still, the posts are too short for beginners. Could you please extend them a little from next time? Thank you for the post.

  2. Wonderful work! This is the kind of info that should be shared around the web. Disgrace on Google for not positioning this put up higher! Come on over and discuss with my website . Thank you =)

  3. Pingback: 100k Factory Bonus
  4. I have been surfing online greater than 3 hours these days, yet I never found any interesting article like yours. It is lovely worth sufficient for me. In my opinion, if all webmasters and bloggers made good content as you probably did, the net will probably be a lot more helpful than ever before.

  5. Hello there, just became alert to your blog through Google, and found that it’s really informative. I am gonna watch out for brussels. I will be grateful if you continue this in future. Numerous people will be benefited from your writing. Cheers!

  6. Thank you, I’ve recently been searching for info about this subject for a while and yours is the greatest I have came upon till now. However, what about the bottom line? Are you positive in regards to the supply?

  7. Its like you read my mind! You appear to know a lot about this, like you wrote the book in it or something. I think that you can do with a few pics to drive the message home a little bit, but instead of that, this is fantastic blog. A great read. I will definitely be back.

  8. Thank you so much for providing individuals with a very memorable opportunity to discover important secrets from this website. It’s always very useful and packed with a good time for me personally and my office colleagues to visit the blog a minimum of thrice per week to find out the fresh issues you have got. And definitely, I’m always astounded with your astounding opinions you serve. Selected 2 areas in this article are rather the best we have all had.

  9. Thank you for the sensible critique. Me & my neighbor were just preparing to do some research on this. We got a grab a book from our area library but I think I learned more clear from this post. I’m very glad to see such great info being shared freely out there.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <s> <strike> <strong>