შობის მეთორმეტე ღამე და ჩვენი თავგადასავალი
მოკლედ, ზურიუსის ძალისხმევით და დამსახურებით წავედით ‘“შობის მეთორმეტე ღამე”-ზე მე, სვითი, ლანდიშა, ენდი, თაზო, გოჩა, ანი და ირინა .
თავიდან “near opera”-ში მოვსხედით ცოტა ხნით. როგორც ამბობენ, “ჩაი ვსვით და ხელოვნებაზე ვილაპარაკეთ” : )) (სვითის გადაღებული სურათებია ესენი.მე ცოტა დაბნეულ მდგომარეობაში ვიმყოფებოდი და ვერ მოვიფიქრე გადაღება o_O )
8-ის ნახევრისკენ დავიძარით თეატრისკენ.. თითქმის ერთი წელია თეატრში არ ვყოფილვარ, სულ გამოვკინოვდი. პირველი რამდენიმე წუთი ვეგუებოდი დეკორაციებს, მსახიობების თამაშს.. ბოლი რომ გაუშვეს თავიდან, ენდის ვუთხარი, ახლა ჩვენ 4D-ს ვუყურებთ მეთქი :D მარი სურათებს რომ იღებდა თქვა- სკრინები ხომ მინდაო :D სულ ცოტა ხანში “შევეჩვიე” ყველაფერს და გამახსენდა მთელი ის სიამოვნება, რაც თეატრს მოაქვს:) ხოდა.. ამ დროს პარტერის შუაში ხალხი წამოიშალა, ტალღასავით მიყვა ყველა. ჩვენც მივტრიალდით უკან..მსახიობები გაჩერდნენ..
ჯერ ვიფიქრე ცუდად გახდა ვინმეთქო, მეტის გაფიქრება ვეღარ მოვასწარი, ვიღაცამ თქვა “პრეზიდენტი მოკლეს და ომი იწყება”-ო.. (გგგ,ახლაც გული მიჩქარდება). აი იმ პირველი ფრაზის მერე აღარ გამიგია აღარაფერი. ”პრეზიდენტი მოკლეს” ავტომატურად გულისხმობდა მეორე ფრაზას და იმიტომ.. ვერ აღგიწერთ, რა უმწეოდ ვიგრძენი იმ წუთას თავი. ნამდვილად არ მეგონა ამ დონეზე თუ ვენდობოდი/დამოკიდებული ვიყავი/იმედი მქონდა/მიყვარდა მიშა :| მთელი კადრები დამიტრიალდა რა შეიძლება მომხდარიყო: live-ები ტელევიზიებში, გარესამყაროს შეშფოთება-აღშფოთება, უპატრონოდ დარჩენილები, ყველაფერი არეული და მოკლედ, მშვიდობით მშვენიერო ცხოვრებავ ! მე კი არ ვიცი, მაგრამ მგონი ფერი დამეკარგა. ნუ ის კი ვიცი, გული როგორ მიცემდა, მესმოდა იმ ხმაურში:D .. დაბნეულები ვიდექით ერთად და ვცდილობდით აზრზე მოსვლას.
პანიკა არ დამწყებია პრინციპში. მაგას იქედან ვასკვნი, რომ რაციონალური აზროვნება შემრჩა და ის მოვიფიქრე, ჩემი ჩინური ტელეფონის ანტენა ამომეშალა და ჩავრთე ტელევიზორი. ვაჰ- ვრთავ და პირველ არხზე ჩვეულებრივი მოაბმე, ვრთავ და სადღაც მუსიკები, ვრთავ და რუსთავი2-ზე სერიალი! აი მანდ დავმშვიდდი.. მერე იმედამდე (ბლეჰ,ხსენებაც კი აღარ მინდა) მივედი და ვხედავ წარწერას, რომ ეს იყო იმიტაცია.. ეგრევე ვუთხარი ყველას და დავბრუნდით სიმშვიდეში.. თუმცა, დარბაზში ძალიან შეცოტავდა ხალხი.. მსახიობები დაბრუნდნენ სცენაზე და იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი.. ჩვენი თხოვნით გააგრძელეს სპექტაკლი. აი ცოტ-ცოტა კადრები, ზურიუსმა შემოუნახა ისტორიას :)) (ეს ჭედავს ხოლმე,თუ არ აჩვენებს ვიდეოს ფანჯარას, refresh.. )
სულ ცოტა ხანში ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა ყველაფერი, მაგრამ ჩემთვის სულ გასდევდა ის ემოცია- იმ წუთის ემოციები და იმ ფონზე სპექტაკლის ყურება უფრო მაგარი იყო. რომ იცი რა გამოიარეთ ერთად შენ, დარბაზში მყოფებმა და მსახიობებმა :).. ამდენ ხანს გადაბმულად არ დამიკრავს ტაში, ხელები გვტკიოდა :D
ბოლოს:
- პაპუაშვილის ფანად დავრჩები ცხოვრების ბოლომდე <3
- მივხვდი რატომ იყო აგერ უკვე მეათეჯერ ზურიუსი ამ სპექტაკლზე
- მივხვდი რითი ჯობია კინოს თეატრი- ბოლოს აპლოდისმენტებს უკრავ და შენგან წასულ ემოციას იბრუნებ მსახიობებისგან..
- თუ ყველაფერი კარგად იქნება, ეს დღე იმ პოსტის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, “ყველაფერი კარგად იქნება”-ს შემთხვევაში რომ დავწერ :D (ეს ისე, ჩემთვის)
მოკლედ, ზურიუსის თქმის არ იყოს, დაუვიწყარი დღე იყო და დაუვიწყარი თავგადასავალიც : )
ზურიუსის პოსტი - http://zurriuss.ge/unforgotable-day/
გაბოს პოსტი - http://gabo.ge/archives/213
ზურიუსის პოსტის პ.ს. ჩემი პოსტის პ.ს.-დაც იგულეთ, ეგ ემოციების კულმინაცია იყო : ))
P.S. როდესაც ბისზე გამოსვლა დამთავრდა და ხელები ტაშის კვრისგან გვქონდა დაბუჟებული, ზაზა სცენიდან ამ სიტყვებით დაგვემშვიდობა: “თეატრი უკვდავია!” ..









მიყვარს ეგ შეგრძნება, ტაშს რომ უკრავ და თან გრძნობ, რომ ხელები გეწვის, მაგრამ მაინც უკრავ… მერე აღარც გახსოვს, თეატრიდან გამოსვლისას კი შემთხვევით იხედები ხელებზე, რომლებიც, თურმე, სულ გაგწითლებია… ^^
რა მაგარი ვიდეოა :))
პ.ს ვაღმერთებ ამ სპექტაკლს!
ვინ დაგაბნია თინი????? თუ რამ :)
ძალიან მაგარი დღე იყო ემოციებით დატვირთული რაც მთავარია ყველაფერი კარგად დამთავრდა და უზმო სიამოვნება მივიღეთ ამ სპექტაკლიდან.
@კანარიო
აჰა,მაგარია:)
@Natalia
აჰა,ზურიუსს აფერუმ ამ ვიდეოსთვის : )))
@gabo
რავიცი ვინ და რამ, სამი დღეა მე დაბნევის საერთაშორისო დღეები მაქვს. ტვინს ვერ ვახვედრებ ვერაფერს :D
თან უნდა ითქვას რომ იმდენად კარგი სპექტაკლი იყო , იმდენად კარგად ითამაშეს მსახიობებმა , რომ ბოლოს მე პირადად აღარც მახსოვდა იმედის ის მარაზმი ინფორმაცა.
მეგობრებო, ბლოგერებო, რომ იცოდეთ, როგორ მეამაყებით გუშინდელი საღამოს მერე!
არა, მანამდეც კი მეიმასქნებოდით, მაგრამ ახლა უპირობოდ მიყვარხართ, რომ ჩემთან ერთად გაიზიარეთ, სიხარულიც, შიშიც და აღტაცებაც!
ბრავო, თინი! :*:*:*
მეც მიყვრხართ და შეიძლება? :|
პოსტიც შემომეზიარა მიუხედავად იმისა რომ არ / ვერ ვიყავი : (
[...] opinions were shared by Sweet, Zurrius, Tiny and Gabo, who with a few other bloggers were at the theater enjoying Shakespeare's Twelfth [...]
ძალიან კარგი პოსტია. რა კარგი იქნებოდა მეც თქვენთან ერთად ვყოფილიყავი. :)
პროგრესი სახეზეა :|
ადრე ბლოგერების ერთადერთი გაქანება სახინკლე იყო, ეხლა უკვე თეატრებს აწვებით. მთავარია რა იქნება შემდეგგი )))
ოო თინი და დაბნეული??? ნუ არა ეს უბრალოდ ისეთი არაფერია… ხო თინ :* :)
[...] გამო ატეხილ პანიკაში რომ მოვყევი (პოსტი იმ დღის შესახებ) და რამდენიმე წამის, თუ წუთის [...]