Posts Tagged ‘გოგონა’
humanize
საერთოდ არ ვარ “მცენარეებსაც ხომ სული აქვთ”, “რა სიმხეცეა ბუზის მოკვლა” და ა.შ. როჟა. პირიქით, ხანდახან ძალიან ბოროტი ვარ ხოლმე. ჩემი ჰუმანიზმის საკითხიც ხშირად ეჭქვეშაა, მაგრამ არის ერთი საკითხი, რაშიც ჩემს თავს ვერ ვცნობ ხოლმე..მოკლედ, მათხოვრებზე მიჩუყდება ძალიან გული. ოღონდ, რა თქმა უნდა, ყველაზე არა..
ერთხელ რაღაც რესტორანში შევედით. მოხუცი მათხოვარი შემოვიდა და გააგდეს. ძალიან მრცხვენოდა ჩემების, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ძალიან ბევრი ვიტირე. პირი არ დამიკარებია არაფრისთვის. მამაჩემი გავიდა მერე და ფულიც მისცა და საჭმელიც.
მეორე ასეთი გაჭედვა მაქვს ერთ მოხუც ბაბუაზე. რუსთაველის მეტროს ქვემოთ მიწისქვეშაში ზის. სულ რომ ბოლო კაპიკები მქონდეს მაგას ვაძლევ ხოლმე. რაღაცნაირი თვალები აქვს, ცრემლი მადგება oO
ხოდა დღეს კიდე.. მეტროში შემოვიდა ერთი პატარა ბავშვი. ძალიან ნაზი, გამხდარი, ქარქარა..აი ზუსტად ისეთი, როგორებიც ძალიან ძალიან მიყვარს.. სალათისფერი ბოლოკაბა ეცვა, ჭუჭყისგან გამუქებული. ელამი იყო და სათვალისთვის მინდა ფულიო რაღაც ესეთს იძახდა.. მე კიდე ვუყურებდი და აი ისე მინდოდა ჩახუტება, რომ.. მერე მივეცი ფული და გაიარა ასე. ისე ვიყავი, რომ ვეღარც შევიკავე და ცრემლი ჩამომიგორდა. აი მაგარი დანაკლისი მქონდა, რომ არ ჩავეხუტე Read the rest of this entry »






