Posts Tagged ‘დაბადების დღე’
5 წლის..
არ ვიცი ქალებს დედობრივი ინსტიქტები როდიდან უვითარდებათ, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა თოჯინებით ”დედაშვილობანას” თამაშს იწყებენ. მე არ ვიცი ბავშვობაში როგორ ვიყავი, ცხოვრების პირველი ორი წელი, როგორც მიყვებიან შემეძლო მთელი დღე ერთი ჩვეულებრივი “პილიონკა” დამეჭირა ხელში და მეთვალიერებინა :D (მგონი განუვითარებელი ვიყავი და მიმალავენ)
დროდადრო ახლაც მომივლის ხოლმე დედობრივი ინსტიქტები, მაგრამ ძირითადად ორჯერ მახსენდება სერიოზული შემოტევა. მეორე, ამ დროისთვის ბოლო ასეთი შემთხვევა შარშან აპრილში მქონდა, როცა ვილი, ვიკი და ლუკა გაჩნდნენ ერთ დღეს. [პოსტი ამ ამბებზედ] მთელი დღე ფორუმზე “მშობელთა კლუბში” ვიჯექი და ვკითხულობდი დედების უწი-პუწი პოსტებს, თუ როგორ უნდათ მალე ჩაეხუტონ თავიანთ პაწაწინებს და მსგავსი რამეები მოკლედ :D გული მიჩუყდებოდა მაგრად. პირველი შემოტევა კიდევ ჩემი პატარა დის დაბადებისას იყო..
5 წლის წინ, მე რომ უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ მეგრძნო რას ნიშნავს პატარის დაბადება, გავიგე, რომ დედა ფეხმძიმედ იყო. იქამდე, ჩემი ძმა და ჩემი და რომ გაჩნდნენ, ნაღდად ვერ მოვდიოდი აზრზე რა მოვლენა იყო საერთოდ :D რაღაცა ჭიჭყინა სათამაშოები ჩნდებოდნენ, რომლებიც მევასებოდნენ, როცა არ ტიროდნენ და ხანდახან დიდი ხვეწნის შედეგად ხელში მაჭერინებდნენ ხოლმე. ნინის დაბადებისას კიდევ ცოტა სხვანაირად იყო საქმე.. Read the rest of this entry »






