Posts Tagged ‘დღიურები’
დღიურები
მუზა: Sweet.ge: Scrapbooking
Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.
მიყვარს ხოლმე ძველი რამეების თვალიერება. გუშინ, შუაღამისას, საძილედ გამზადებულს უცებ გამახსენდა sweety-ს ეს პოსტი და ჩემი მოსკრეპბუქო დღიურების გადმოლაგება მოვინდომე. მოსკრეპბუქო იმიტომ, რომ ეგენი ნაკლები ტექსტისგან შედგებიან, მე კიდევ უფრო მოდღიურო რამეები მქონდა..
სკრეპბუქებიც და დღიურებიც, რაც არ უნდა სასაცილოები იყვნენ აწმყოს გადასახედიდან, მაინც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მართალია მრცხვენია ხოლმე ისეთი საოცრად ამაღლებული ენით მიწერია რაღაცეები, მაგრამ “პატარა ვიყავი და რა ვქნა”, “რაც მთავარია ახლა ასეთი არ ვარ” და ა.შ. ფრაზებით ვიმშვიდებ თავს. [ჩანართი: არასოდეს არ ვკითხულობ ბლოგის არქივს..ერთადერთი, ამ დღეებში დამჭირდა იმ ახალი გვერდის გასაკეთებლად და ყველა ძველი პოსტის დანახვაზე ვიჯღანები ისე არ მომწონს] Read the rest of this entry »







