Posts Tagged ‘დღიური’
დღიურები
მუზა: Sweet.ge: Scrapbooking
Scrapbooking-ი არის პირადი და ოჯახური ისტორიის შენახვის ერთ-ერთი მეთოდი. ფოტოსურათების, დაბეჭდილი მედიის და სამახსოვრო ნივთების გაფორმებულ ალბომებში ან სკრეპბუქებში ჩაკვრა.
მიყვარს ხოლმე ძველი რამეების თვალიერება. გუშინ, შუაღამისას, საძილედ გამზადებულს უცებ გამახსენდა sweety-ს ეს პოსტი და ჩემი მოსკრეპბუქო დღიურების გადმოლაგება მოვინდომე. მოსკრეპბუქო იმიტომ, რომ ეგენი ნაკლები ტექსტისგან შედგებიან, მე კიდევ უფრო მოდღიურო რამეები მქონდა..
სკრეპბუქებიც და დღიურებიც, რაც არ უნდა სასაცილოები იყვნენ აწმყოს გადასახედიდან, მაინც სასიამოვნო შეგრძნებებს იწვევს. მართალია მრცხვენია ხოლმე ისეთი საოცრად ამაღლებული ენით მიწერია რაღაცეები, მაგრამ “პატარა ვიყავი და რა ვქნა”, “რაც მთავარია ახლა ასეთი არ ვარ” და ა.შ. ფრაზებით ვიმშვიდებ თავს. [ჩანართი: არასოდეს არ ვკითხულობ ბლოგის არქივს..ერთადერთი, ამ დღეებში დამჭირდა იმ ახალი გვერდის გასაკეთებლად და ყველა ძველი პოსტის დანახვაზე ვიჯღანები ისე არ მომწონს] Read the rest of this entry »
დღიურები..
წასულებზე გაჩერება არ შეიძლებაო ნათქვამია.. ჰოდა ჩემს დღიურებზე უნდა მოგიყვეთ : ) ეს დღეები მოგეხსენებათ სტაბილურად ვმდებარეობ სახლში ვირუსის გამო. დედაც დავავირუსე და მთელი დღე ბავშვების მოვლა მე მიწევდა, მამაჩემი ეჯდა თავთან სიცხიან დედაჩემს და მე კიდე, რახან სიცხე არ მქონდა და უბრალოდ სულ რაღაც 100-ჯერ ვახველებდი წუთში და თავი მისკდებოდა, მთელი საოჯახო საქმეები გადადიოდა ჩემს კისერზე. მაგრამ მიუხედავად ამ ტანჯვისა, თავისუფალი დრო რატომღაც მრჩებოდა. თავისუფალი, ანუ ისეთი, რომ არაფერი არაა საკეთებელი და თვითონ ეძებ რამეს..ასეთ დროს ყოველთვის ძველ დღიურებს ამოვქექავ ხოლმე.. არ ვიცი რამდენი დღიური მაქვს სულ დაწერილი. ჯერ 11 წლის ვიყავი მგონი პირველი დღიური რომ დავიწყე. მერე მივაგდე ცოტა ხნით, იმიტომ, რომ კლიტე გამიტეხეს ბლოკნოტზე და რომ წაიკითხეს გრრ..მერე, აი ძალიან მაგრად მახსოვს, რომ ერთ დღეს ვუყურებდი კურიერს და ერთი პარლამენტარი ლაპარაკობდა ერთ-ერთ კანონპროექტზე და რაღაცაზე თქვა- თინეიჯერის დღიურში ჩაკრულ ყვავილებს გავს ეს რაღაცაო.. უპს..დღიური..თინეიჯერი და ჰოი, ის ის არის :ბის: ავდექი და ისევ დავიწყე წერა. მაგ დროს სავარაუდოდ 14 წლის ვიყავი. ამოვქექე და გადავხედე ყველაფერს : ) როგორ ჩამოვწერეთ მე და ჩემმა დაქალმა 21 ბიჭი, რომელიც მოგვწონდა და ის წავიკითხე კიდე, სამი ბიჭი რომ მოგვწონდა 21-დან გამორჩეულად და არც ერთს რომ არ ვიცნობდით და სკოლაში დერეფნებს რომ კრუგებს ვურტყავდით იმათ სანახავად .. კიდე მესიჯები რომ მქონდა სათითაოდ ამოწერილი , იმიტომ, რომ პირველი ფლირტავიკი მესიჯები იყო და მევასებოდა
ცოტა ხანიც იყავი რა, არ დაიძინო ცოტა ხანი გთხოვ. ხვალე ხო შემხვდები საღამოს თუ მოახერხე? ისე რომ მარტო მე და შენ გავისეირნოთ
აი ეს ერთ-ერთი მესიჯი და ააა როგორ მიხაროდა რომ მახსოვს, აუუ მარტომ უნდა გავისეირნოთ და ვაიმე პაემანი და დაქალებს რომ ჩამოვურეკე სათითაოდ,აი რა მომწერა მეთქი და ესეთი რამეები.. ვაიმე :უსერ: Read the rest of this entry »
რასა ვიქმ
ერთი გამოცდა გადავაგორე,მუზეუმმცოდნეობაში. პრეზენტაციაც გავაკეთე და 15-დან 15 ქულა თავისთავად :ბის: თან :ევილ:-შესავალი გავუკეთე- მე დარწმუნებული ვიყავი,რომ თქვენ არაჩვეულებრივად გააკეთებდით პრეზენტაციებს მსოფლიოს საუკეთესო მუზეუმებზე,ამიტომ გადავწყვიტე … ბლა ბლა ბლა.. აგერ, იხილეთ ეს მუზეუმი , ამაზე მქონდა პრეზენტაცია : MUSEUM OF BAD ART და ეს მუსიკა ედო გგგ : Ennio Morricone მერე გამოცდა იყო და რა თქმა უნდა : შენი ჭირიმე, ერთი 25-ეს პასუხი გამომძახე რა- ესეთ პონტში..
17-ში წავედი თეატრში “12 განრისხებული მამაკაცი”-ს სანახავად.დავალებად ხომ მქონდა რამის ნახვა.მთელი დღე საჯაროში ნაჯდომი უხალისოდ შევედი ,მაგრამ აა..ძალიან მაგარი იყო. დეტექტივი.. 12 კაცი წყვეტდა ერთი 18 წლის ბიჭის ბედს,რომელიც მამის მკვლელობაში იყო ბრალდებული. ხოდა ამათ უნდა გამოეტანათ ან სასიკვდილო განაჩენი -ან გადაერჩინათ. ხოდა მოკლედ აი მართლა ძალიან მაგარია. და ვაბშე რომ ვუყურებდი ბოღმა მახრჩობდა- რატომ დაწერა ეს პიესა ჩემზე ადრე რეჯინალდ როუზმათქო :mrgreen:
ეს დღეები :
1. ვწერ რაღაცა რეცენზიის მაგვარს ზემოთხსენებულ სპექტაკლზე
2. სოციოლოგიის საკითხებს ნელ-ნელა ვსწავლობ
3. ძველი ბერძნულის წიგნს შევყურებ მოწიწებით და სულ მახსოვს რომ 24-ში გამოცდა მაქვს
4. ვიბოღმები ყველაფერზე.
5. მე და მამა ვართ სახლში და საწყალს გავუხმე კუჭი. არაფერს არ ვაკეთებ საჭმელს..არ კი არა ვერ მამენტ. თან უპრეტენზიოა ძალიან და არც სახლი დაალაგეო მეუბნება, არც საჭმელზე წუწუნებს. პროსტა გუშინ ძალიან მორიდებულად მთხოვა თუ შეგიძლია აის ნახევარფაბრიკატი სუპი გააკეთეო. გემრიელია, ეხლაც ვჭამ.
6. არ ვუვლი თავს..აი დღეს მოვედი აზრზე ცოტათი და თმას მივხედე, ზიგზაგები ვუქენი :D
7. ვსვამ მარტო წყალს
8. გადმობარგებული ვარ ლოჯში და მარტო აქ ვცხოვრობ
9.ვსვამ წამლებს
10.რაც კი სახლში რამეა ყველაფერი მაგიდაზე მიდევს

p.s. არ მევასება ჩემი თავი







