არ ვიცი ქალებს დედობრივი ინსტიქტები როდიდან უვითარდებათ, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა თოჯინებით ”დედაშვილობანას” თამაშს იწყებენ. მე არ ვიცი ბავშვობაში როგორ ვიყავი, ცხოვრების პირველი ორი წელი, როგორც მიყვებიან შემეძლო მთელი დღე ერთი ჩვეულებრივი “პილიონკა” დამეჭირა ხელში და მეთვალიერებინა :D (მგონი განუვითარებელი ვიყავი და მიმალავენ)
დროდადრო ახლაც მომივლის ხოლმე დედობრივი ინსტიქტები, მაგრამ ძირითადად ორჯერ მახსენდება სერიოზული შემოტევა. მეორე, ამ დროისთვის ბოლო [...]
აი ესე არს კატეგორიაი ახალი, შვიდ დღედ წოდებული :D კატეგორიის იდეა ნატოშასთან ნანახმა ერთმა კატეგორიამ მომაწოდა, ეს არის 365, სადაც დებდა ხოლმე დღის ასოციაციის სურათებს. მე კიდევ გადავწყვიტე, რომ კვირაობით, 7 დღის ასოციაცია-სურათი დავდო თავისთავად კომენტარებითურთ : ) მაშ ასე:
ორშაბათი
ექიმები- ჩემი სუსტი წერტილი. არრ შემიძლია, ეგრევე ყველანაირი ტკივილი გადამივლის ხოლმე ექიმს რომ მიხსენებენ :D ხოდა [...]
ეს დღეები:
ვჭამ: რაც შეიძლება ბევრს. მერე მაწუხებს მუცელი ზომით, მაგრამ არ ვიმჩნევ. მივირთმევ დიდი რაოდენობით გარგარს და ვაშლატამას. ისევ ვიწვი საზამთროს სურვილით[ეს უკანასკნელი აგერ უკვე ერთი თვეა მინდა], მაგრამ არ მაჭმევენ- ჯერ არ შეიძლებაო.
ვსვამ: ბევრ წყალს.
მინდა: ძილი, რაც თავის მხრივ შეუძლებელია ამ სიცხეში
არ მინდა: კომპიუტერიდან ადგომა






ბოლო კომენტარები