რაღაცნაირი ბლოგი » თაა

5 წლის..
არ ვიცი ქალებს დედობრივი ინსტიქტები როდიდან უვითარდებათ, ალბათ ჯერ კიდევ ბავშვობიდან, როცა თოჯინებით  ”დედაშვილობანას” თამაშს იწყებენ. მე არ ვიცი ბავშვობაში როგორ ვიყავი, ცხოვრების პირველი ორი წელი, როგორც მიყვებიან შემეძლო მთელი დღე ერთი  ჩვეულებრივი “პილიონკა” დამეჭირა ხელში და მეთვალიერებინა :D (მგონი განუვითარებელი ვიყავი და მიმალავენ)

დროდადრო ახლაც მომივლის ხოლმე დედობრივი ინსტიქტები, მაგრამ ძირითადად ორჯერ მახსენდება სერიოზული შემოტევა. მეორე, ამ დროისთვის ბოლო ასეთი შემთხვევა შარშან აპრილში მქონდა, როცა ვილი, ვიკი და ლუკა გაჩნდნენ ერთ დღეს. [პოსტი ამ ამბებზედ] მთელი დღე ფორუმზე “მშობელთა კლუბში” ვიჯექი და ვკითხულობდი დედების უწი-პუწი პოსტებს, თუ როგორ უნდათ მალე ჩაეხუტონ თავიანთ პაწაწინებს და მსგავსი რამეები მოკლედ :D გული მიჩუყდებოდა მაგრად.  პირველი შემოტევა კიდევ ჩემი პატარა დის დაბადებისას იყო..

5 წლის წინ, მე რომ უკვე იმ ასაკში ვიყავი, რომ მეგრძნო რას ნიშნავს პატარის დაბადება, გავიგე, რომ დედა ფეხმძიმედ იყო. იქამდე, ჩემი ძმა და ჩემი და რომ გაჩნდნენ, ნაღდად ვერ მოვდიოდი აზრზე რა მოვლენა იყო საერთოდ :D რაღაცა ჭიჭყინა სათამაშოები ჩნდებოდნენ, რომლებიც მევასებოდნენ, როცა არ ტიროდნენ და ხანდახან დიდი ხვეწნის შედეგად ხელში მაჭერინებდნენ ხოლმე. ნინის დაბადებისას კიდევ ცოტა სხვანაირად იყო საქმე.. თან გარდატეხის ასაკი  ყველაზე ტრაგიკულ-დეპრესიული ასაკი იყო ჩემთვის და მძაფრად აღვიქვამდი ყველა მოვლენას. დედას რთული ფეხმძიმობა ქონდა, ძალიან ნერვიული გახდა. მე დავჯდებოდი და ვღნაოდი, ჩემი დაც ნერვიულობს იქ, მუცელში, დედა რომ ასე არის მეთქი.

ამის გამო, გამიჩნდა რაღაც მოთხოვნილება, რომ რაც შეიძლება მალე გაჩენილიყო ბავშვი. გადაწყვეტილი მქონდა, რომ მე უნდა მეზრუნა. რატომღაც მეგონა, რომ დედა მშობიარობის მერეც ასეთი ნერვიული დარჩებოდა, რა ვიცოდი მაშინ ორსულობის სირთულეების შესახებ : )) სახლში პატარა ტანსაცმელები რომ გაჩნდა (გაჩნდა რა, ჩემოდნებიდან ამოლაგდა ჩემი მეორე დის პატარაობის), საერთოდ მოსვენება აღარ მქონდა.. ერთ დღესაც მეშველა :D

მოკლედ, გაჩნდა ეს დიდი ხნის ლოდინის შედეგი ლაწირაკი (რა თარიღი აქვს დაბადების, 05.02.05):)) სამშობიაროში რომ მივედი, ახლოდან არ მინახავს, მინის კარებიდან დავინახე და ისევ ერთი სული მქონდა სახლში როდის დავიგულებდი ამ არსებას. რამდენიმე დღის შემდეგ, მოიყვანეს კიდეც. 24 საათი მინდოდა, რომ მეყურებინა, მომევლო ხოდა მასეც იყო ხოლმე. ჭამის გარდა ყველაფერს მე ვუკეთებდი. ერთი კადრი მახსოვს ძალიან მაგრად- ხელში მეჭირა, თან ვაძინებდი, თან ისტორიის გაკვეთილს ვსწავლობდი :D რა თქმა უნდა, დედა მშობიარობისთანავე ჩადგა თავის ფორმაში და ნერვიულობებიც აღარ ჭირდა, მაგრამ მე მაინც სხვანაირად ვზრუნავდი ნინიზე.

დღემდე გამომყვა ეგ.. თან ისეთი რაღაცნაირია, ძალიან მევასება :D თან ძაან ჭკვიანია, თან მაგარი იუმორი აქვს ძაან და  მიხარია :D ა, თან კიდევ ახალ-ახალ გამოთქმებს იგონებს ყოველ დღე, მისი შემოქმედებაა ფრაზები:

ერთი რქა = მარტორქა

თანგადასავალი=თავგადასავალი

ამ თამაშს მგონი გრიპი აქვს= ამ თამაშს მგონი ვირუსი აქვს

რა უყავი (ანუ სად წაიღეს პონტში) = სად უყავი

ამცივდა = შემცივდა

და რავი, ათასი რაღაც კიდევ, ერთდროულად ვერ ვიხსენებ მაინცდამაინც ახლა :D ფეისბუქზე ვწერ ხოლმე როგორც კი რამეს დააბრეხვებს ან ეს, ან მეორე და : )) ხო, უყვარს როლიკები, თავის dvd დისკებიანი მულტფილმები და ძაან უყვარს რომანტიული რამეები (ვის გავს ნეტა :D ), ერთხელ ბრიჯიტ ჯონსს ვუყურებდი, ესეც მომიგორდა და რომ დამთავრდა აღტაცებით განაცხადა – ვგიჟდები ასეთ დასასრულებზეო  :D  კიდევ კრაბის სალათი უყვარს ყველა საჭმელზე მეტად, სახლში კრაბი ისე მოიპოვება, როგორც წყალი.. კიდევ ფრჩხილების გაზრდა უნდა ძალიან და ელოდება როდის გაიზრდება თვითონ, რომ ჩემნაირი ფრჩხილები ქონდეს :D სულ ცდილობს, რომ ლამაზად ჩაიცვას და ჩემთან მოდის ხოლმე, რომ შევუფასო როგორ აცვია. თუ კარგად გამოვიყურები, მოდის, მეხუტება და მეუბნება “რა ლამაზი ხარო” : ))

დავიქოქე :D მოკლედ, დაბადების დღეს გილოცავ, ნინი : ))