Posts Tagged ‘თავგადასავალი’

I SEE YOU

avatar

\

რაც სახლში მოვედი (აგერ უკვე 4-5 საათია ), მას შემდეგ გახსნილი მაქვს new post-ის ფანჯარა, მაგრამ ვერ ვიწყებ წერას. იმდენი ემოცია მაქვს მოზღვავებული ერთად, აღარ ვიცი საიდან დავიწყო..

თავიდან დავიწყებ (რა ლოგიკურია)

ჟანრი: ფანტასტიკა, სათავგადასავლო, ტრილერი, მძაფრ-სიუჟეტიანი- სულ თითზე ჩამოსათვლელი ფილმებია, რაც ამ ჟანრში ნანახი მაქვს და დიდად არ მომწონს, ჩემი რომანტიკები მირჩევნია, მაგრამ რეკლამა რას არ იზამსო ნათქვამია. “3D, მსოფლიოს ისტორიაში შემოსავლით #1 ფილმი”… მოკლედ, ყველამ იცის ალბათ ავატარის დამსახურებები. ისე მე ცოტა გარე სამყაროს მოწყვეტილი ვარ ხოლმე და ფეისბუქზე რომ “ავატარული ავატარების” დაყენება დაიწყეს, თავიდან ვერ მივხვდი რა ხდებოდა:D ნუ, თავისთავად გავიგე მალევე, გამოვძვერი ჩემი სტაბილური ჭურიდან. Read the rest of this entry »

ლიონებერგელი ემილის თავგადასავალი..

სოციოლოგია ზოგადად ფრიად სტრანნ რამეებს გვაწერინებს ხოლმე, აი ლაიქ ით.. მაგალითად, გვქონდა დავალებები- ქართულ ღირებულებებზე, ქართული და ამერიკული ღირებულებების შედარება (ამას ცალკე პოსტს მიუძღვნიდა არაზარმაცი ავტორი), რომელ სოციალურ ფენას მიეკუთვნებით, ქართული ანეკდოტები ომის შემდგომი პერიოდის, ის ყველაფერი, რაც საქართველოს ახასიათებს მარტო (ამაზე გამახსენდა ცნობილი თემა, ყველა ფორუმგამოვლილი “მხოლოდ საქართველოში”) და ბოლო თემა- ოცნებებზე, ჩვენს ოცნებებზე. მოკლედ, ანეკდოტები ვერ ვიპოვნე, საქართველოს მახასიათებლებზე ზემოთხსენებული თემა მოვიშველიე და ბოლოზე გავჭედე. რაზე ვოცნებობდი, რაზე მიოცნებია..მოკლედ, ეგ ცალკე თემაა,ფაქტად ის დარჩა, რომ ტვინი ვიჭყლიტე სანამ მოვიფიქრებდი რა უნდა დამეწერა. ნუ ბოლოს, სიტუაციიდან გამოსასვლელად რაღაც ტყუილები დამჭირდა, მაგრამ ტყუილის მოფიქრებისას ისეთი საყვარელი რამე გამახსენდა, რომ .. მოკლედ, იმისათვის, რომ ნაწერი გამოსულიყო საინტერესო და არაშაბლონური (რა თქმა უნდა იქ მყოფი სტუდენტების 90% დაწერდა იმაზე, თუ როგორ ოცნებობდა სამი წლის ასაკში საქართველოს გაბრწყინებაზე), დავწერე ჩემს საყვარელ პერსონაჟზე..აი ნაწერი და პერსონაჟზე მოგვიანებით (ნუ მოკლედ თავიდან უწი-პუწი რაღაცეები, თუ როგორ გამიჭირდა საკუთარ ოცნებებზე ლაპარაკი ) :

ავიღე კალამი და დავიწყე იმაზე ფიქრი, დამეწერა თუ არა იმაზე, თუ როგორ ვოცნებობდი ასტრიდ ლინდგრენის ერთ-ერთი პერსონაჟის, ემილივით საინტერესოდ მეცხოვრა: “ასე ეძახდა ყველა პატარა ბიჭს, რომელიც სოფელ ლიონებერგაში ცხოვრობდა . ძალიან ანცი და ჯიუტი იყო,შენ კი არ გგავდა. თუმც,ერთი შეხედვით უწყინარი და დამჯერი გეგონებოდა,განსაკუთრებით მაშინ, როცა ეძინა. გინდა აგიწერო? ცისფერთვალა, პირმრგვალი, ლოყებდაბრაწული, ოქროსქოჩრიანი-ერთი სიტყვით, ნამდვილი ანგელოზი იყო, ნამდვილი! მაგრამ,მგონი უკვე მიხვდი, ასე ფიქრი შეცდომაა!” - ვკითხულობდი და მინდოდა ოდესმე მეც მქონოდა ემილისნაირი თავგადასავლები. თუმცა ამას მარტო წიგნის პერსონაჟებთან ერთად ვახერხებდი, მათთან ერთად მიხაროდა, მწყინდა,მიყვარდა, მძულდა, ვლკავდი და მკლავდნენ…მივჯდებოდი სახლის ყველაზე მყუდრო , შეძლებისდაგვარად ბნელ კუთხეში და ვკითხულობდი..

ნუ მეტი აღარაა საინტერესო, იმაზეა, თუ რაოდენ კარგია, როცა ახლა უკვე შენ შეგიძლია ლინდგრენივით მოიქცე და ათავგადასავლო შენი პერსონაჟი :D

ეხლა რატომ დავწერე ამაზე..წიგნი გამოვაძრე კარადიდან და ისევ დავიწყე კითხვა. ბოლოს მგონი მეათე კლასში ვკითხულობდი, მაგრამ მერე – რა არის, პატარა ხომ აღარ ვარ მეთქი და შევმალე წიგნებში. ხოდა  ვფიქრობდი რა დებილი ვარ მეთქი :უსერ: ახლიდან წავიკითხე ამ დღეებში და უფრო ძალიან მომეწონა, ვიდრე პატარაობაში მომწონდა. ჯერ ერთი ლინდგრენს ისეთი ენით აქვს დაწერილი მმმ..ეხლა ცოტა სხვანაირად წავიკითხე- ვაკვირდებოდი რა ლიტ.ხერხები ჰქონდა გამოყენებული და ა.შ. ძალიან მაგარია..და რაც მთავარია ისე გავერთე..

დავსერჩე ინტერნეტში და აღმოჩნდა, რომ ფილმიც არის. კიდე ვორდპრესის ერთ-ერთ ბლოგზე აღმოვაჩინე ამ ფილმზე , ბლოგსპოტზეც ვიკიპედიაშიც იყო ..ფილმს ვეძებ გამწარებული :უსერ:

emilbox1 აი ეს ბავშვია იმ ფილმში, ძალიან გავს იმ ემილს ,მე რომ მყავდა წარმოდგენილი და უფრო მომინდა ფილმი :ლოვე: ვინმე კეთილო დეიდა ან ბიძია, დამეხმარეთ თქვენი ლამაზი თვალები გაიხარებს..

სექტემბერი 2010
« აგვ    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
მთვლელები
TOP.GE

PageRank
Serv.Ge Singular.ge navige_logo
მინი-პოსტები

ბრბ
მიდი თინი, შენ ამას შეძლებ… (სიტყვები,რომელსაც ახლა, პოსტის წერის დროს ვეუბნები ჩემს თავს ) მეტი... (2)

კადრები
ბლოგმა როგორ იცის დროდადრო გადაჩვევა:| მოსათოკი მაქვს თავი. ჩემს თავს ვპირდები, რომ ხვალ პოსტს დავწერნორმალურს.. მანამდე, მინი პოსტებში ბოლო დღეების რამდენიმე კადრი: მეტი... (8)

tired
tired ხვალ გავცოცხლდები. (0)

მინი.
გუშინ ზედმეტი მომივიდა სახლის “უბორკირება” :D ყველაფერი მტკივა და ენერგია არ მაქვს საერთოდ, აღდგენის პროცესში ვარ :D მეტი... (3)

რასა ვიქმ [23/02/10]
თავის მართლებათა არზა კრიტიკოსებისთვის: დიდი ხანია “რასა ვიქმ”-ული პოსტი არ დამიწერია, დიდი ხანია არ დამიწერია ნამეტანი დაწვრილებითი პირადი პოსტი, დიდი ხანია არ მიწუწუნია და ეს ერთხელ მომიტევეთ ამჯერად” :D მეტი... (2)

ქაოს.
ამ ქაოსის დალაგების მერე, თუ რამე ენერგიის მაგვარი დამრჩა, ის ენერგია ბლოგს მოხმარდება მეტი... (10)

ამინდია
ამინდია: მეტი... (5)

all you need..
დღეს ალბათ ყველა ბლოგზე თბილისის პირველ თოვლზე დაიწერება. წუხელ, ბავშვების “ყივჩაღური ყიჟინით” დაღლილი რომ ვიძინებდი, მაშინ დაიწყო თოვა მეტი... (3)

თსუ-ელებო..
დილა მშვიდობისა :user: თსუ-ს სტუდენტები ვინც ხართ, sms.tsu.ge-ზე შედით, იქ დაგხვდებათ სტუდენტთა მომსახურების შეფასების კითხვარის ლინკი მეტი... (0)

მორჩა!
მორჩა! მორჩა! მორჩა! მორჩა გამოცდები.. ახლა ისეთი თავისუფალი ვარ, ისე მიხარია, რომ მეტი აღარ შეიძლება :D თან კარგი ქულებით დავჰხურე სემესტრი და მიხარია ფრიად.. მეტი... (7)

2:37
მეტი... (15)

მობილიზეიშენ
ვამპირული, დასისხლიანებული თვალებით, ჩაით და ბეევრი საჭმლით ვიწყებ დღეს. წუხელ 4 საათამდე საკონკურსო პოსტს ვწერდი. პრინციპში დავასრულე და გამოქვეყნებაღა აკლია, მაგრამ ჯერ არ ვჩქარობ, იქნება რამე უკეთესი მომაფიქრდეს მეტი... (1)

აღარ გიცდი
პირველი გამოცდა საოცრება იყო, 30-დან 29 ქულით გამოვედი. ლურჯ მეჩეთზეც პრეზენტაციაში 15/15. ამას დაემატა დასწრების და კოლოქვიუმების ქულები და 93 ქულა გამომივიდა:user: შარშანდელი საშინელი ჩავარდნების შემდეგ მართლა გამიხარდა. მეტი... (5)

სულთანი აჰმედი
ფეისბუქზეც დავწერე და აქაც ვიტყვი, ვერ ვიტან გამოცდების პერიოდს- სულ გეჩქარება, დრო არასდროს არ გყოფნის და შეიძლება მთელი დღე არაფერი ისწავლო, მაგრამ მაინც გახსოვდეს, რომ ამ დღეებში გამოცდა გაქვს და ყველანაირი გართობის მაგვარი გადადო :D მეტი... (5)

პაშტეტ
მეტი... (3)