რაღაცნაირი ბლოგი » კათოლიკური ეკლესია

ჩემი თერაპიები
ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:

1. ფილმები

როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად გრძნობის” მიზეზებთან როგორღაც კავშირშია. როცა ხედავ, რომ იგივე ემოციებია იქ და მერე ყველაფერი კარგად მთავრდება, რაღაცნაირად შენც მშვიდდები.

2. მუსიკა

დაკვრაც, მოსმენაც- მნიშვნელობა არ აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ფილმზე მეტად რაღაც სიმღერაზე მიტირია :D თვითონ როცა უკრავ/მღერი, მაშინაც ბევრ ემოციას გასცემ.

3. ფლორა და ფაუნა

ნუ ფლორა შედარებით ნაკლებად. ამ შემთხვევაში მირჩევნია სადმე დახურული სივრციდან ვუყურო მცენარეებს, ვიდრე შიგნით ვიჯდე- მწერების მეშინია და იმიტომ :D ფაუნას რაც შეეხება კიდევ, ჩემი უპირველესი წამალი: ძაღლები და თევზები!

სამწუხაროდ არც ერთი მყავს და არც მეორე :| ორივეს ყოლა “მყავდა”-ში გადაიზარდა, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავლში მინიმუმ თევზებს მაინც დავაბრუნებ აკვარიუმში.  ძაღლი რომ მყავდა, იმის მოფერებას არაფერი არ ჯობდა რა, ყველანაირად ვწყნარდებოდი. სხვა ცხოველები ვერ მამშვიდებენ ოღონდაც- აი ზოგს რომ კატები შველით.. კატა რაც არ უნდა საყვარელი იყოს, არ მევასება და რა ვქნა :D თევზებს რაც შეეხებათ, ადრეც მეწერა, ჩემი თევზის აკვარიუმთან ჯდომა და პროსტა ყურება ისე მამშვიდებდა, რომ თავზე რომ დამმხობოდა ყველაფერი, რეაქცია არ მექნებოდა : ))

4. ხატვა

ადრე ძალიან ბევრს ვხატავდი ხოლმე. სოფელში, ჩემი ოთახი ახლაც აჭრელებულია ნახატებით. მეზარება ჩამოხსნა :D ძირითადად პორტრეტების ხატვა მიყვარდა. თვითნასწავლის დონეზე არაუშავდა იდეაში. თან ვინმე ” მომუზო” (მუზის მაგვარი. ავტ.შენიშვნა :D) თუ არ მყავს ვერ ვხატავ. ხოდა ასეთ ჟამს..

გუშინ საიდან, რატომ  და რისთვის- არ ვუწყი, მაგრამ ამდენი წლის მერე, ავიღე პლასტირები და დავიწყე ჯღაბნა.  არადა მართლა რამდენიმე წელია, რამე თუ დამიხატავს- პასტით და ლექციების დროს. გუშინ კიდევ მგონი ჩემი ბრალი არც იყო, მუზის ბრალია.. ენდის ბლოგზე რომ ვნახე, იმ გეიშამ იმოქმედა :D  სამწუხაროდ, შუა გზაზე მივატოვე და სახეც კი არ დავუხატე ნორმალურად, ტუჩები მაინც მიმეყვანა ბოლომდე :| ამ სახით არსებობს ახლა და იმიტომ შევუტყუპე იმას, რომ ერთად რომ შევხედავ და იმის ფონზე ჩემი რა საშინელებაა, მომინდება, რომ  ახლიდან და ნორმალურად დავხატო, თორემ ბავშვების გასაფერადებლის ნახატს გავს :D

ამას რომ შევეშვი, პაინტში გავაგრძელე შემოქმედება და ლექციაზე დახატული ეს:

გადავაქციე ამად:

გადავაქციე რა, ახლიდან დავხატე. პაინტი ლეპტოპის მაუსით ძაან ძნელია :user:  მართალია დიდი არაფერია, მაგრამ ვმშივდდებოდი ხატვისას და.. ისე ამის ხატვა ზალიკოს გაკვეთილებით ვისწავლე :D ჩემი დები უყურებდნენ და მეც ვუყურე. ერთ-ერთ ლექციაზე, უსაქმურად ჯდომისას გამახსენდა და დავხატე მერე, დამიმახსოვრებია :D

5. წერა

როცა ისეთ დროს წერ, როცა რაღაც გაწუხებს, შეიძლება “ემო” გამოგივიდეს, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს, თუ გშველის. აი მაგალითად, წუხელ ისეთი საშინელება დამესიზმრა, მოვკვდები ის რომ მოთხრობად არ დავწერო როდისმე. რომ დავწერ, დამეცლება ემოციები და გავთავისუფლდები :D (ასეთ დროს ფურცელზე წერას ვამჯობინებ ხოლმე). ომგ, ისეთი ცხადი სიზმარი იყო.. ნუ ახლა სასაცილოა, მაგრამ მე მკითხეთ როგორ დავიტანჯე-  მესიზმრებოდა, რომ ვიღაცას მივყვებოდი ცოლად ისეთს, ვინც არ მიყვარდა და საკურთხეველთან “არა” ვერ ვთქვი :D მერე მაგრად ვიტანჯებოდი, საპატარძლო კაბაში გამოწყობლი ვღნაოდი ეკლესიის რომელიღაც კუთხეში მიკუნჭული (კათოლიკური ეკლესია იყო), მთელი ცხოვრება ისეთ ადამიანთან უნდა გავატარო, ვინც არ მიყვარს მეთქი და თან რეჩი მოვცხე- მე არ ვიყავი რომ ვამბობდი უსიყვარულოდ არ გავთხოვდები მეთქი? :D ნუ როგორც მახსოვს სიძე შემეცოდა იქ მისატოვებლად :| რომ გამეღვიძა, მეგონა ქმარი მყავდა, ძლივს გამოვედი მდგომარეობიდან :D ფბ-ს სტატუსზე დამიკომენტა ერთმა მეგობარმა, ამბობენ სიზმარში მიღებული ემოციები არ განსხვავდება რეალური ემოციებისგან თავისი სიმძაფრითო.

ამ სიზმრის მერე, რომელიღაც თერაპია დამჭირდება, ნამდვილად!

რაც შეეხება თერაპიებს, ალბათ ყველას გაქვთ თქვენ-თქვენი თერაპიები და თუ არ გაქვთ, სასწრაფოდ გაიჩინეთ-  დაუკარით, იმღერეთ, ხატეთ, იცეკვეთ, წერეთ - რა მნიშვნელობა აქვს როგორ, მთავარია  შედეგი ქონდეს: ))