Posts Tagged ‘კატა’
pet
ჩემი თევზის შემხედვარეს, რომელიც ისე საყვარლად მოცურდება ხოლმე აკვარიუმთან რომ ვუახლოვდები, რომ ჩახუტების სურვილს მიჩენს, მომინდა რაიმე მო-ცხოველ-ო ვიყოლიო : ) რაც შეეხება სახეობას- აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ჩახუტება შეიძლებოდეს [ აქ ფროიდული თეორიები არ გამოგადგებათ, ტყუილად ეძებთ სიღრმეებს] :D ანუ ნიანგი, ჟირაფი და ა.შ. არ წავა. კატები არ მიყვარს, ყველაზე ძალიან მიყვარს ძაღლები.. ერთი “მაგრამ” არსებობს: ბავშვობაში [8 წლის წინ] მყავდა პაატარა თაფლისფერი პუდელი, რომელიც ქეთის დაბადებისას გავუშვით სოფელში. ბავშვთან მაინც საშიში იყო.. სოფელში დაიკარგა, ვერ მიხედეს.. ერთხელ ჩავედი, მართლა კარდაკარ ვიარე და ვატარე დედა და ბებია, რომ მიმეგნო და რომ მივაგენით კვალს, გვითხრეს ავარიაში მოკვდაო.. Read the rest of this entry »
თაგვმა თხარა თხარაო, კატასაც ესიამოვნა..
[ვანოს შოუში იყო დღეს ეგ "ანდაზა" და ვიცინე და პოსტის სათაურის მოფიქრება მაინც მეზარებოდა..]
დღეს გულმა მიღალატა :mrgreen: ეს დღეები ხო ზოგადად ვერ ვარ, ფიზიკურადაც და ისედაც. “ისედაც”-ი ასე თუ ისე გადავაგორე და ეხლა ფიზიკურმა იმასმიქნა..თავი უკვე რამოდენიმე დღეა სულ მტკივა და ამ ბედნიერებას გული ემატება. ესე იგი, მთელი დღე სულ ცვალებად რიტმში მიცემს. ხან ჩქარ-ჩქარა, ხან საერთოდ არ მესმის, ხან სუნთქვა მეკვრის :| ამ საღამოს პიკი იყო ფაქტიურად..მთელი დღე ესე ვიყავი,მოქმედებს ძაან ხასიათზეც ..ხოდა საღამოს დაგვირგვინდა და მომიწია წამლების ყლაპვა :mrgreen: მაგნიტური დღეებია ვგონებ :| + ნერვებზე რა ვიშველო ხო არ იცით..ოღონდ გლიცინი არა :!
***
2006 წლის მერე საჯაროში არნამყოფი, მივედი და ვიყავი :ბის: ჯერ რეგისტრაციაზე ვილოდე, რა საშინელი სურათი გამოვიდა :| მერე შევედით და აღმოჩნდა, რომ სხვა ტომი გვქონდა გამოწერილი [ხელოვნების ისტორია გვინდოდა,რენესანსი და აღორძინება გამოგვიტანია]. მაინც რაღაცეები ვქენით და მერე დავიწყეთ თეატრების მოვლა. აღმოჩნდა, რომ “თეატრალური მხატვრობის ისტორია”-ში უნდა დავწეროთ რომელიმე სპექტაკლის განხილვა დეკორაცია-სიუჟეტ-მსახიობებიანად. აეს უკვე მომწონს..ვიარეთ და რუსთაველში მივედით ბოლოს ” 12 განრისხებული მამაკაცი” უნდა ვიხილოთ ხვალ :mrgreen: კიდევ ხვალ გამოცდა მაქვს მუზეუმმცოდნეობაში + პრეზენტაცია. Movie Maker-ში გავაკეთე, MUSEM OF BAD ART-ზეა [მაინც ხომ უნდა ჩამემწარებინა დიადი მუზეუმების მგრძნობიარე პრეზენტაციები]
***
პოლსკიმ გახსნა თემა- კვდებოდეთ, ანდერძად რას დაწერდითო. ხოდა დავიწყე ანდერძის წერა და ე, რა გამოვიდა :
ფაქტიურად არაფერი არ მაქვს ეხლა რომ დავუფიქრდი
დედაჩემი რომ მზითებს და ავეჯებს მიგროვებს, ეგენი არც აქამდე მინდოდა და რომ მოვკვდები ბარემ ჩემს დებს დავუტოვებ, გაიყონ
ჩემი დღიურები ჩამაყოლონ თან :bis:
დაკრძალვაზე აგერ მაქვს დატოვებული ანდერძი რაც უნდა დაუკრან : http://tindatin.wordpress.com/2008/12/03/low-mans-lyric/
ჩემი პაროლები ჩემი საყვარელი რვეულის რომელიღაც გვერდზე მაქვს ჩამოწერილი და მაგ რვეულს დავუტოვებ ყვავას, რომ მერე ჩემს ბლოგზე იმან დაწეროს ბოლო პოსტი- მოკვდაოა ჰო.. ვიოლინოც ყვავას მერე რო დაუკრას ხოლმე და ჩემი სიკვდილის მერე ვინმე რომ ეყოლება სულ თვალში მოეჩხიროს იმ ქალს და სულ ჩხუბობდეს ვიოლინოს გამო- იმიტომ გაქვს შენახული რომ ისევ ის გიყვარსო და მერე ეგრე შორდებოდეს ყველა ქალი ჩემი ვიოლინოს გამო :lol: :lol: :lol:
და მერე რომ წავიკითხე რამდენი ეგოიზმი იდო ჩემს პოსტში :mrgreen: და + პააწა სიბოროტეები :D






