Posts Tagged ‘მესენჯერი’
სიყვარულით “თქვენი ტვინი”
არ ვიცი ყველა მოწოდებით ბლოგერი ასეა, თუ არა, მაგრამ მე ხანდახან ტვინი დაჟინებით მთხოვს- რამე დაწერეო! აი ახლაც, ჩემთვის უჩვეულო დროს, ღამის 3 საათზე ტვინის იძულებით ვიწყებ პოსტის წერას.. ვწერ რამოდენიმე თემაზე, რომელიც ახლა მიტრიალებს თავში და რომელზეც საპოსტედ კი არა, ისე, ჩემთვის ვფიქრობ..
- თსუ-ს ფორუმი
- გამოკითხვის შედეგები
- ახლანდელი ჩემი თავი- ძალიან შეცვლილი ვარ!
- ახლა რომ დედა გამოვიდეს და დაინახოს, რომ ღამის 3 საათზე პოსტს ვწერ! გგგ..
მაშ ასე, თემა ნომერი 1:
ვტირი, ვიცინი, ვმღერი, ვცეკვავ თუ მძინავს [oO] , აი თუ სადმე რამოდენიმე კილომეტრის რადიუსზე კომპიუტერი არსებობს, აუცილებლად ვარ თსუ-ს ფორუმზე. აი რამდენჯერ გავსულვარ მესენჯერებიდან ტექსტით “ვსო, ვიძინებ”, “წავედი,მაგვიანდება” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, თუ დასაძინებლად მივდივარ, მინიმუმ ერთი საათი ფორუმს “ვემშვიდობები” , თუ სადმე მეჩქარება, სახლიდან გასვლის ბოლო წუთამდე ვარეფრეშებ! Read the rest of this entry »






