Posts Tagged ‘ნაიტლი’
ახალი ავატარი
მომეწონა,მგავს:P ხოდა დღეს მომწერა, თუ რამე იდეა გაქვს, შენს სურათს გაგიკეთებ მაგ სტილშიო. ხოდა ამ სტილის რა გითხრათ და ჩემი ძველი იდეა კი გამახსენდა კირასებურ ავატართან დაკავშირებით. ენდიმ წინა პოსტზე დამიკომენტა, ეგ ავატარი უკვე შენი სავიზიტო ბარათიაო (როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, მე ვეგონე ჩემს ავატარზე :D არადა სხვა სურათები ნამდვილად ნანახი აქვს. მერე რომ ვანახე ააშკარა განსხვავება, მითხრა შენი ჯობია, კირა არ მიყვარსო :D )ზურიუსმაც დამიკომენტა: “ჩემთვის, როგორ უკვე გუშინ გითხარი, შენ ცხვირზეხელებაფარებული გოგონა ხარ. ფოკუსირებული და ოდნავ მომღიმარი გამოხედვით”-ო და მეეთქი ეს ნიშნებია! :D
რამდენიმე დუბლის შემდეგ გამოვიდა (თითქოს). მთლად იგივე აშკარად არ არის (გარეგნობაზე არ ვამბობ ნამდვილად, სურათის ზოგად განლაგებას ვგულისხმობ) – ხელებიც ცოტა სხვანაირად დამიჭერია და ჩემი ფართხუნა შავი ჯემპრიც ვერ მოვძებნე. თმაზე არ გინდათ- მეც ვიცი რომ გაჩეჩილია. წარბებიც (ტოესწ ჩემი მარცხენა წარბი, რომელიც თქვენთვის ახლა მარჯვნივ არის) საოცრად მაქვს, მაგრამ იდეა ხომ ჩანს :D ხოდა ასე.. გადავიღე, ლილიანმა ფონი გამიკეთა და შევცვალე ჩემი ავატარი (ნუ ფორუმებზე ისევ ის მექნება. ფეისბუქზე, სკაიპში შევცვალე და ბლოგებზე. )
გამოიყურება ასე:
ეს ისე მაინც: Read the rest of this entry »








