Posts Tagged ‘საკურთხეველი’
ჩემი თერაპიები
ალბათ ყველას ქონია შემთხვევა, როცა არ იცი ემოციები ” სად წაიღო”, ან სიმშვიდე გჭირდება, ან განტვირთვა.. ასეთ შემთხვევაში მე ჩემი თერაპიები მაქვს ხოლმე. თუ ერთი არ მშველის- მეორე, თუ მეორეც არა- მესამე და ა.შ. ჩემი თერაპიები:
1. ფილმები
როცა თავს ცუდად ვგრძნობ და რაღაც support მჭირდება იმისთვის, რომ “მოვძლიერდე” ვრთავ ისეთ ფილმებს, რომელიც ჩემი “თავის ცუდად გრძნობის” მიზეზებთან როგორღაც კავშირშია. როცა ხედავ, რომ იგივე ემოციებია იქ და მერე ყველაფერი კარგად მთავრდება, რაღაცნაირად შენც მშვიდდები.
2. მუსიკა
დაკვრაც, მოსმენაც- მნიშვნელობა არ აქვს. ყოფილა შემთხვევა, როცა ფილმზე მეტად რაღაც სიმღერაზე მიტირია :D თვითონ როცა უკრავ/მღერი, მაშინაც ბევრ ემოციას გასცემ.
3. ფლორა და ფაუნა
ნუ ფლორა შედარებით ნაკლებად. ამ შემთხვევაში მირჩევნია სადმე დახურული სივრციდან ვუყურო მცენარეებს, ვიდრე შიგნით ვიჯდე- მწერების მეშინია და იმიტომ :D ფაუნას რაც შეეხება კიდევ, ჩემი უპირველესი წამალი: ძაღლები და თევზები!
სამწუხაროდ არც ერთი მყავს და არც მეორე :| ორივეს ყოლა “მყავდა”-ში გადაიზარდა, მაგრამ იმედი მაქვს უახლოეს მომავლში მინიმუმ თევზებს მაინც დავაბრუნებ აკვარიუმში. ძაღლი რომ მყავდა, იმის მოფერებას არაფერი არ ჯობდა რა, ყველანაირად ვწყნარდებოდი. სხვა ცხოველები ვერ მამშვიდებენ ოღონდაც- აი ზოგს რომ კატები შველით.. კატა რაც არ უნდა საყვარელი იყოს, არ მევასება და რა ვქნა :D თევზებს რაც შეეხებათ, ადრეც მეწერა, ჩემი თევზის აკვარიუმთან ჯდომა და პროსტა ყურება ისე მამშვიდებდა, რომ თავზე რომ დამმხობოდა ყველაფერი, რეაქცია არ მექნებოდა : ))
4. ხატვა
ადრე ძალიან ბევრს ვხატავდი ხოლმე. სოფელში, ჩემი ოთახი ახლაც აჭრელებულია ნახატებით. მეზარება ჩამოხსნა :D ძირითადად პორტრეტების ხატვა მიყვარდა. თვითნასწავლის დონეზე არაუშავდა იდეაში. თან ვინმე ” მომუზო” (მუზის მაგვარი. ავტ.შენიშვნა :D) თუ არ მყავს ვერ ვხატავ. ხოდა ასეთ ჟამს.. Read the rest of this entry »






