რაღაცნაირი ბლოგი » ჯული

pet
ჩემი თევზის შემხედვარეს, რომელიც ისე საყვარლად მოცურდება ხოლმე აკვარიუმთან რომ ვუახლოვდები, რომ ჩახუტების სურვილს მიჩენს, მომინდა  რაიმე მო-ცხოველ-ო ვიყოლიო : )  რაც შეეხება სახეობას- აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ჩახუტება შეიძლებოდეს [ აქ ფროიდული თეორიები არ გამოგადგებათ, ტყუილად ეძებთ სიღრმეებს] :D ანუ ნიანგი, ჟირაფი და ა.შ. არ წავა.  კატები  არ მიყვარს, ყველაზე ძალიან მიყვარს ძაღლები..  ერთი “მაგრამ” არსებობს: ბავშვობაში [8 წლის წინ] მყავდა პაატარა თაფლისფერი  პუდელი, რომელიც ქეთის დაბადებისას გავუშვით სოფელში. ბავშვთან მაინც საშიში იყო.. სოფელში დაიკარგა, ვერ მიხედეს.. ერთხელ ჩავედი, მართლა კარდაკარ ვიარე და ვატარე დედა და ბებია, რომ მიმეგნო და რომ მივაგენით კვალს, გვითხრეს ავარიაში მოკვდაო.. აი ეხლაც მახსოვს რა  ცუდად გავხდი, რამდენიმე დღე ვღნაოდი..მაშინ პირობა დავდე, რომ როდისმე ზუსტად ასეთი თაფლისფერი პუდელი მეყოლებოდა! მაგრამ აი რაღაცა სულ მაკავებს, ალბათ ის, რომ ისე ვიცი შეყვარება, მერე ძალიან მიჭირს ხოლმე გადატანა რამის..არადა სიბერით ხომ მაინც მოკვდება როდისმე : (  მაგრამ მოსალოდნელი ტანჯვა ღირს იმ ტკბილი რამის ფასად, რაც ძაღლთან ურთიერთობას მოაქვს :user: ძაღლები განსაკუთრებულად მიყვარს და იმათაც ვუყვარვარ. მაწანწალა ძაღლებსაც კი, თვალებში ისე ვუყურებ ხოლმე და ისე მშვიდად მივლიან გვერდს, რომ გეგონება პატრონი ვარო. ბავშვობაში მახსოვს, ბებიას და პაპას ძაღლი ყავდათ, მეცხვარის ჯიშის, უუჭკვიანესი იყო..დავისვამდი ხოლმე ეზოში, მე სკამზე ვჯდებოდი, გვერდით მომიჯდებოდა, თავს დამადებდა და წიგნს ვუკითხავდი ხოლმე :D  ჯულის კიდევ,  ჩემთან ეძინა სულ.. ხელით ვაჭმევდი და ვაბანავებდი, ვკოცნიდი, ვეხუტებოდი  და ააა! მომენატრა! ამ დილას  მივიღე გადაწყვეტილება და ჩემებს ვამცნე და აღმოჩნდა, რომ დედასაც იგივე აზრი აწუხებს.  მამაჩემმა ერთი შემოგვხედა უმწეო სახით და რომ მიხვდა,  გადაწყვეტილება საბოლოო იყო და არ ექვემდებარებოდა გასაჩივრებას, აღარაფერი აღარ უთქვამს. ეხლა მთავარია თაფლისფერი პუდელი ვიშოვნო.. :user: ისე მოვლა მაგარი რთულია, მთელი დღე ლექციებზე  რომ ვარ.. მაგრამ წარმოიდგინეთ, რა ნეტარებაა საღამოს, დაღლილი რომ მოვალ, რომ მომეხუტება, კალთაში ჩამიჯდება და ერთად დავწერთ ხოლმე პოსტებს :sun: