Posts Tagged ‘ჰულა-ჰუპი’
DAY OFF
რადგან ოჯახში გონიათ, რომ მე ჩამოყალიბებული კიბერ ნარკომანი ვარ, დროდადრო მიწევს ხოლმე იმის დამტკიცება, რა ადვილად შემიძლია გავძლო ინტერნეტის გარეშე და რომ ინტერნეტი, უბრალოდ ადამიანებთან კონტაქტისთვის და ათასი სასარგებლო თუ უსარგებლო საქმისთვის მჭირდება. რეალურად, კომპიუტერთან დაჯდომის გარეშეც იგივეს გავაკეთებდი- ტელეფონით მექნებოდა კონტაქტი [რაც დამეთანხმეთ გაცილებით ძვირია, ვიდრე ინტერნეტი] და უსარგებლო საქმეებით გავტენიდი ცხოვრებას :D
მთავარი არგუმენტი ჩემებისთვის იმის დასამტკიცებლად, რომ მე კიბერ ნარკომანი ვარ, არის: შენ მთელი დღე ხარ ონლაინ და იქ ადამიანები იცვლებიან, მთელი დღე კი არ არიან კომპიუტერთან?!- დიდი ძალისხმევის მიუხედავად, ვერ ვამტკიცებ, რომ დიახ, შეიძლება დღე ისე გავიდეს, რომ მთელი დღის მანძილზე ჩემთან მოსაუბრე ერთი პირი იჯდეს ჩემთან ერთად კომპთან :D Read the rest of this entry »
დავბრუნდი
აი, დავბრუნდი და დავუბრუნდი საყვარელ ინტერნეტ სამყაროს. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ზაფხული ერთ-ერთი კარგი ზაფხულთაგანი იყო :D კარგს თავის მხრივ ამ შემთხვევაში იმას ვუწოდებ, რომ თითქმის ყველაფერი ისეთის გაკეთება მოვახერხე, რასაც ჩვეულებრივ სასწავლო წლის მანძილზე ვერ ვახერხებ ხოლმე. მოგეხსენებათ, უკანასკნელი 13 წელია [აგერ უკვე მეთოთხმეტე წელი დაიწყო] სულ სასწავლო წელი მაქვს და მხოლოდ ზაფხული შეუსრულებელი გეგმებისთვის. Read the rest of this entry »






