ჩემი თევზის შემხედვარეს, რომელიც ისე საყვარლად მოცურდება ხოლმე აკვარიუმთან რომ ვუახლოვდები, რომ ჩახუტების სურვილს მიჩენს, მომინდა რაიმე მო-ცხოველ-ო ვიყოლიო : ) რაც შეეხება სახეობას- აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ჩახუტება შეიძლებოდეს [ აქ ფროიდული თეორიები არ გამოგადგებათ, ტყუილად ეძებთ სიღრმეებს] :D ანუ ნიანგი, ჟირაფი და ა.შ. არ წავა. კატები არ მიყვარს, ყველაზე ძალიან [...]
რამდენიმე დღის წინ, დაუოკებელი [:D] სურვილი გამიჩნდა, რომ ფლეშ თამაშები მეთამაშა. თან აუცილებლად ისეთი- დეკორაციებზე და/ან ჩაცმა-დახურვაზედ იქნებოდა გათვლილი.
მე იასნა გამოვიკვლიე მიზეზები- რატომ მომინდა და მივედი დასკვნამდე, რომ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის, პეტში გამუდმებული “მუშაობა”, ერთი რამის ყიდვის გამო მეგობრებთან წოწიალი, ხტუნაობა და ა.შ. ნერვების გამფუჭებელია! თან როგორ მწყდება ხოლმე გული რაღაც-რაღაცებზე..
ორ თვიანი შრომის შედეგად დღეს [...]
არ მომკვდარა,მხოლოდ სძინავს..
ცოცხალი ვარ და Facebook-ს და Pet-ს მიაქვთ მთელი ჩემი ახალგაზრდობის წლები:D დილით გავრბივარ ლექციებზე, მერე ვცდილობ დედამიწელებთან კონტაქტი დავამყარო და გამოვიდე ასოციალურობის აპოთეოზიდან, რომელიც აგერ უკვე თვეებია მაწუხებს, მერე მოვდივარ სახლში და ვზივარ საქმიანი სახით. საქმიანი სახის მიღმა კი სკაიპი, ფორუმი, ფეისბუკი იმალება :D
დღეს გადავწყვიტე ბოლო მოვუღო ამ უსაქმურობას და მივხედო ბლოგს, თავმოყვარე ბლოგერი ასე [...]






ბოლო კომენტარები