Posts Tagged ‘pet’
pet
ჩემი თევზის შემხედვარეს, რომელიც ისე საყვარლად მოცურდება ხოლმე აკვარიუმთან რომ ვუახლოვდები, რომ ჩახუტების სურვილს მიჩენს, მომინდა რაიმე მო-ცხოველ-ო ვიყოლიო : ) რაც შეეხება სახეობას- აუცილებლად ისეთი უნდა იყოს, რომ ჩახუტება შეიძლებოდეს [ აქ ფროიდული თეორიები არ გამოგადგებათ, ტყუილად ეძებთ სიღრმეებს] :D ანუ ნიანგი, ჟირაფი და ა.შ. არ წავა. კატები არ მიყვარს, ყველაზე ძალიან მიყვარს ძაღლები.. ერთი “მაგრამ” არსებობს: ბავშვობაში [8 წლის წინ] მყავდა პაატარა თაფლისფერი პუდელი, რომელიც ქეთის დაბადებისას გავუშვით სოფელში. ბავშვთან მაინც საშიში იყო.. სოფელში დაიკარგა, ვერ მიხედეს.. ერთხელ ჩავედი, მართლა კარდაკარ ვიარე და ვატარე დედა და ბებია, რომ მიმეგნო და რომ მივაგენით კვალს, გვითხრეს ავარიაში მოკვდაო.. Read the rest of this entry »
Flash
რამდენიმე დღის წინ, დაუოკებელი [:D] სურვილი გამიჩნდა, რომ ფლეშ თამაშები მეთამაშა. თან აუცილებლად ისეთი- დეკორაციებზე და/ან ჩაცმა-დახურვაზედ იქნებოდა გათვლილი.
მე იასნა გამოვიკვლიე მიზეზები- რატომ მომინდა და მივედი დასკვნამდე, რომ ჩემნაირი ზარმაცი ადამიანისთვის, პეტში გამუდმებული “მუშაობა”, ერთი რამის ყიდვის გამო მეგობრებთან წოწიალი, ხტუნაობა და ა.შ. ნერვების გამფუჭებელია! თან როგორ მწყდება ხოლმე გული რაღაც-რაღაცებზე..
ორ თვიანი შრომის შედეგად დღეს პეტის სახლი ასეთ “დღეშია”: Read the rest of this entry »
რასა ვიქმ [18.10.09]
დღესაც, ისევე, როგორც წინა კვირას უნდა ყოფილიყო პოსტი, სახელად 7, კატეგორიიდან 7, მაგრამ სულ მავიწყდება დღის ასოციაციის ჩანიშვნა..ტელეფონზე ყოველდღიური ალარმი უნდა დავაყენო, რომ დღის ბოლოს შემახსენოს ხოლმე ჩანიშვნა : (
ამიტომაც დავსწერ “რასა ვიქმ”-ულ პოსტს..
რასა ვიქმ და:
:D
კიდევ შოპინგების კვირა მქონდა ეს კვირა :D Read the rest of this entry »







