არ ვიცი ყველა მოწოდებით ბლოგერი ასეა, თუ არა, მაგრამ მე ხანდახან ტვინი დაჟინებით მთხოვს- რამე დაწერეო! აი ახლაც, ჩემთვის უჩვეულო დროს, ღამის 3 საათზე ტვინის იძულებით ვიწყებ პოსტის წერას.. ვწერ რამოდენიმე  თემაზე, რომელიც ახლა მიტრიალებს თავში და რომელზეც საპოსტედ კი არა, ისე, ჩემთვის ვფიქრობ..

  1. თსუ-ს ფორუმი
  2. გამოკითხვის შედეგები
  3. ახლანდელი ჩემი თავი-  ძალიან შეცვლილი ვარ!
  4. ახლა რომ დედა გამოვიდეს და დაინახოს, რომ ღამის 3 საათზე პოსტს ვწერ! გგგ..

მაშ ასე, თემა ნომერი 1:

ვტირი, ვიცინი, ვმღერი, ვცეკვავ თუ მძინავს [oO] , აი თუ სადმე რამოდენიმე კილომეტრის რადიუსზე კომპიუტერი არსებობს, აუცილებლად ვარ თსუ-ს ფორუმზე. აი რამდენჯერ გავსულვარ მესენჯერებიდან ტექსტით “ვსო, ვიძინებ”, “წავედი,მაგვიანდება” და ა.შ. მაგრამ სინამდვილეში, თუ დასაძინებლად მივდივარ, მინიმუმ ერთი საათი ფორუმს “ვემშვიდობები” , თუ სადმე მეჩქარება, სახლიდან გასვლის ბოლო წუთამდე ვარეფრეშებ! 

კაცმა რომ თქვას, რა არის ახლა ამ ფორუმზე..ცოტა აქტიური უზერი, ბევრი უბედური თემა დედალ-მამალში და ა.შ. მაგრამ აი იმდენად მიყვარს იქაურობა, რამდენჯერ ყოფილა იქ ყოფნით გადამიტანია ბევრი რამე :D ანუ იქ რომ ვარ მერე მავიწყდება პირადი პრობლემებია თუ რაც არის..მითუმეტეს თუ ჩემი საყვარელი უსერები არიან ონლაინ. საერთოდაც, უნივერსიტეტში ვინმე მეგობრისმაგვარი თუ მყავს, უმეტესობა ფორუმელები! კიდევ ზოგჯერ შორიდან ვუყურებ ხოლმე ჩემს თავს, ჩემს პოსტებს, ჩემს იმიჯს და მომწონს.. კიდევ მყავს ერთი-ორი ამოჩემებული უსერი- ზოგი ისეთი, რომ მიყვარს და ზოგი-პირიქით. მაგრამ ძირითადად სიყვარულების გამოხატვას ვუთმობ დროს [მაგალითად ყველამ იცის, რომ seven-ი აგერ უკვე რამდენი ხანია ჩემი გაჭედვის ობიექტია. საკმარისია ნახევარი დღე არ შემოვიდეს ფორუმზე და მაშინვე ვიბუსხები :D ] თუ ძალიან თვალში არ მომეჩხირა ვინმე, ისე არ ვჩხუბობ.. რაც მოდერატორი ვარ განსაკუთრებით ახლა..ფლეიმის მოდერატორობა ცალკე კაიფია!დღითიდღე მომწონს..

ახლაც, სულ 11 წევრია ონლაინ ფორუმზე, მაგრამ ისე სიყვარულით დავხედავ ხოლმე საფიხვნოს, რომ.. :D

თემა ნომერი2

სულ რაღაც 8 თვეში.. :bis: აი ხომ არაფერი ვითომ, ხომ სულ 157-მა ადამიანმა შეავსო ეს გამოკითხვა, მაგრამ ეს პატარა რამეები მერე სტიმულს მაძლევს, რომ ვაგრძელო ხოლმე წერა. აუ,ახლა ამ რეჩს რომ ვწერდი ლინგვისუტის კომენტარი გამახსენდა, რამდენი ვიცინე:

გუშინ დავიძინე და დღეს რომ გავიღვიძე, უკვე ცნობადი ბლოგერი ვიყავი… რას არ მოესწრება ადამიანი?! ეხლა არ გინდა გაუძლო ამ პასუხისმგებლობას :)

თემა ნომერი3

რაღაცნაირი გავხდი. თავი ფრიად მტკიცედ მიჭირავს, ბრძანებების გაცემა დავიწყე და ისე, რომ მიჯერებენ! ჩემს ნათქვამებში/ნაბრძანებში და ჩემს თავში დარწმუნებულობა იმდენ რამეს მმატებს. იმდენად ვგრძნობ ამ ცვლილების გავლენას ჩემს ცხოვრებაზე, რომ.. აი, მთელმა PMS-მა და MS-მა ისე ჩაიარა, რომ ერთი ცრემლი არ წამომცვენია. მართალია ხასიათი მქონდა გაფუჭებული, მაგრამ საკმაოდ საღად ვაზროვნებდი :D წეღან დრამატიზმი მომინდა და აი ფილმებში რომ ტექსტია:

მომბეზრდა ძლიერი ქალის როლის თამაში!

აი ამის თქმა მომინდა, თან ისე, რომ მერე საკუთარ უბედურებაზე მეტირა, მაგრამ ვერა :| მერე მივხვდი, რომ როლი კი არა, მართლა შემოვძლიერდი ამ ხუმრობა-ხუმრობაში. თან მომწონს ძალიან ჩემი ამჟამინდელი მდგომარეობა. რაც “თავისუფალი”-ს ტყავში მოვთავსდი, იმდენი ახალი საინტერესო მამრი გამოჩნდა ირგვლივ, სახალისოა პირდაპირ :D

ნუ მე ვინაიდან ერთგული ვარ,  ლანდიშას ხათრით არავის ვეფლირტავები, მაგრამ როგორც კი ცოტათი შეასუსტებს ხოლმე ყურადღებას, მაშინვე- ფლირტი სტუდიაში :D ამჟამად არსებული ფლირტებიდან 3-ს სერიოზული გაგრძელება შეიძლება მოყვეს თუ ლანდიშა კარგად არ მოიქცევა.. მოკლედ, ვისწავლე ვინაა აქ მთავარი! :D

4. პოსტი წარმატებით მიდის ბოლოში, 4-ის ნახევარა.. დედას სძინავს!

და ბოლოს.. ალბათ ტვინის სიტყვით გამოსვლის დროა, რომელიც კმაყოფილი შემომცინის და “ნახე როგორ ჩატყლაპუნდა?“-ს მოტივებზე მეუბნება:

ნახე როგორ დაpublishდა?“  :D

Tags: , , , , , ,

7 Responses to “სიყვარულით “თქვენი ტვინი””

  1. ლოლ
    სოუ ფანიი : ))))))))))))))))))))))))

    მეც მინდოდა ეხლა დაწეტა და დამეზარა

  2. ისწავლე ვინაა ამ ბლოგზე დედა! :D

    ნეტა მე რა მაცინებს დილის 6 საათი როა… :(

  3. მოვკვდი სიცილით ჩატყლაბუნდაზე :D და იმაზე,კიდე..მისკოჩილ ამირანზე :D :D

    • Tiny says:

      მისკოჩილი ამირანი ხო კაი, მაგრამ ჩატყლაპუნდა იყო ზე! ერთი სამი დღე სტაბილურად ვიცინოდი :D

  4. ძლიერი თინი… ხოხ :) ინწირესნო )

    • Tiny says:

      კი,არის ინწერესნო : )
      სამწუხაროა, რომ შენ ვეღარ გაიგებ როგორია ძლიერი თინი :E

Leave a Reply

You can use these tags: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>