weekend-ები ყოველთვის ეტყობა ბლოგებს! თან მგონი ეს ვიქენდი განსაკუთრებულია- ორშაბათსაც დასვენება მაქვს მე პირადად. ბოლო დროს ჩემი ყველა დასვენების დღე ერთმანეთს დაემსგავსა- სახლში ვზივარ. უკვე რამდენი ხანია ასე მჭირს, როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ დროს სახლში ყოფნისთვის ვიყენებ. შედეგად კიდევ ძალიან ბევრი განაწყენებული მეგობარი მყავს, მაგრამ რა ვქნა, ასეთი პერიოდი მაქვს, მინდა, რომ ვიჯდე სახლში და არაფერი არ ვაკეთო.
ან ვგეგმავ, რომ ” დღეს სახლში ვარ და მოდი, ბარემ ჩემს კარადას დავალაგებ”, “დღეს სახლში ვარ და მოდი, იმ ბოლოკაბას შევკერავ ბოლოსდაბოლოს”, “სახლში ვარ და wishlist-ის და აუცილებელი პოსტებს კრებულის პეიჯებს გავაკეთებ”, მაგრამ არც ერთი გეგმისთვის დრო არ მრჩება.
დროს თავის მხრივ არაფრის კეთება მართმევს..ვზივარ უბრალოდ, დაჟე არც ის მიზეზი არ მაქვს, რომ აი ვიღაცეებს ველაპარაკები და ბლოგისთვის დრო არ მრჩება და ა.შ.მთელი დღე უმისამართოდ დავბოდიალობ ფეისბუქზე, ბლოგროლლ.ჯი-ზე, brain buddies-ს ვთამაშობ, ოღონდ რაღაცნაირად: დავწყებ თამაშს და ერთი შეცდომა როგორც კი მომივა, თავს ვანებებ და ახლიდან ვიწყებ. WTF?- ნერვიული ვარ o_O
ერთადერთი, რაც სასარგებლო გავაკეთე ამ ორი დღის მანძილზე, იყო ის, რომ როგორც იქნა ვუყურე p.s. i love you-ს და აუ, რაღაცნაირი ფილმია, ძალიან კარგი!
ნანო იყო ჩვენთან და მუზა გაუხსნა ჩემმა 25 საათიანმა კომპთან ჯდომამ:


მოკლედ, დასვენებს დღეებში, ისღა დამრჩენია შევეგუო, რომ ბლოგი ჩემთან ერთად ისვენებს :)
Tags: Blogroll, brain buddies, P.S. i love you, paint, tiny, weekend, wishlist, WTF







მეგონა ჩემს დღეებზე წერდი – კომპთან ვატარებ უდიდეს დროს და არაფერს ვაკეთებ, თან უამრავ რაღაცას ვგეგმავ,მათ შორის კარადის დალაგებასაც :D
არის ჩვენში რაღაც ერთმანეთისებური :D
აბა რას ვამბობ მე, რაში ვხარჯავთ დროს? არ ვიცი რა.
მე ცოტა კი მოვუკელი სახისქიგნაკს. რა შედარებაა. მაგრამ სამაგიეროდ ახლა შვედურ ბლოგებზე ვიფლანგები.
მნიშვნელობა არ აქვს რას მოუკლებ, მთავარია, რომ მაინც კომპთან ზიხარ:D
რა ვქნა ვა :user:
მეც ვისვენებ ხვალ! :ბის: