ზამთრის დადგომას მაშინ ვგრძნობ, როცა მაუსზე და კლავიატურაზე ხელი მიმეყინება ხოლმე, განსაკუთრებით მარჯვენა ხელი მეყინება.. და კიდევ მაშინ, როცა ფანჯარას გამოვაღებ ჰაერის ჩასუნთქვის მიზნით და ცხვირთ დამწვარი საბურავების არომატი შემრჩება ხოლმე..
ორ დღეში ჩემი არატკბილი ნოემბერი დამთავრდება- საყვარელი თვეა ჩემი. ზამთარი იწყება,რომელსაც პატარაობაში ვერ ვიტანდი, ისევე, როგორც წვიმას, ქარს და ა.შ. პატარას ძალიან მძიმედ მეჩვენებოდა რომელიმე მათგანის გამკლავება.
წვიმისგან დასველება კატასტროფად მეჩვენებოდა, ქარიც უფრო ადვილად მაფრიალებდა და თოვლი კიდევ მარტო საყურებლად მომწონდა, ამ მხრივ არ შეცვლილა არაფერი- ისევ საყურებლად მომწონს. ალბათ იმიტომ, რომ ყველა გუნდაობისას ყველაზე მეტი მე მხვდებოდა :D ძალიან უძლური ვარ მსგავს საკითხებში.. სახლში თოვლით კისერ გავსებული ამოვბანცალდებოდი, გაყინული ცხვირით და ყურებით [ქუდებს ვერ ვიტან] და მერე დედა მიტარებდა გათბობით პროცედურებს. ამიტომაც, თითო სეზონზე თითოჯერ თუ მიგუნდავია. რაც გავიზარდე კიდევ საერთოდ, არასოდეს არ მესმის რატომ უნდა იგუნდაო :D არადა თოვლიანობისას სახლიდან გამოსვლისას ვერ გაივლი ეზოს, სადარბაზოდან ფეხს რომ გამოვდგამ, ერთი ათი გუნდა მხვდება ხოლმე და თითოეული მათგანი გამსჭვალულია მოგუნდავეების იმედით, რომ მე როგორმე ამიყოლიებენ..
მოკლედ, ზამთარი მოდის..რუსთაველზე დაკიდებული გრანდიოზული ჭაღები მაინც მიგანიშნებენ მაგაზე, კალენდარი რომ არ გქონდეს. შარშანდელი მორთულობა როგორ მომწონდა და ეს ჭაღები არ მომწონს. სამაგიეროდ ზოგადად, ლამაზია მაინც დანარჩენი ყველაფერი. ოღონდ იმაზე ვოცნებობ, რომ აინთება, შემთხვევით ყვითელი და ლურჯი ნათურები არ იყოს! საახალწლო მორთულობაში ვერცხლისფერის მეტს ვერ ვიტან, არ მომწონს და რა ვქნა..
ზამთარი მოდის და დიდი იმედი მაქვს ოდნავ თბილი, ოღონდ არც ისე, რომ აშკარად ჩანდეს როგორ შეიცვალა კლიმატი დედამიწაზე და ისედაც შიშებიანს, უფრო არ დამემატოს :D მინდა ყინვიანი ზამთარი, უქარო და უთოვლო ახალ წლამდე. ახალ წელს, 31-ში თოვლი- იმიტომ, რომ უხდება.. ცოტა ხანი იდოს, ოღონდ ისე აღიგავოს მიწისაგან პირისა, რომ ჭყაპი არ დატოვოს :D ჰოჰ, რამდენი ვიოცნებე ორიოდ წინადადებაში..
მიუხედავად იმისა, რომ მთელი ზამთარი ცხვირგაყინულს მომიწევს დილის 9 საათზე ავტობუსებს გაჩერებაზე დგომა, მერვე-უნივერსიტეტის ყველაზე ცივი კორპუსის კედლებში ლექციებზე საათობით ჯდომა და საჯაროს დანახვაზე გახარება- თბილა ხოლმე, სახლში მოსვლისას სიცივიდან სიცხეში შემოსვლისას მთლიანად აწითლება და გამათბობელზე აკვრა, მაინც მიხარია წელს ზამთარი.
წელს ყველაფერი მიხარია, მიზეზით- ცოცხალი ვარ :D
Tags: 2010, new year, snow, ახალი წელი, გუნდა, დეკემბერი, ზამთარი, თოვლი, მაუსი, ჭაღი







თინ, რა კარგი პოსტია, Fოტოებიც მომეწონა, არც მე არ მინდა სიცივე :s
მადლობა ^_^
აუ,სამშაბათობით მეორესთან ვეღარ დავბირჟავდებით პატრიოტულად, გავიყინებით :D
ვაიმე, მეც მინდა ის :u:
ოღონდ თან ელექტრო გამათბობელი რო იყოს, თორე მარტო ეგ არ მეყოფა :u:
გუნდაობას მეც ვერ ვიტან :u: საშინელებაა კისერში რო თოვლს ჩაგიგდებენ..
თითები რო ვეღარ მოძრაობს სიცივისგან.. ფუ…
გეთანხმები საყუებლად არი მარტო კარგი თოვლი.
თან ჩემი შარშანდელი მწარე გამოცდილება – 1 დღეში 3-ჯერ მოვჯექი ყინულზე :D
P.S. რამდენი დამიწერია :u:
აუ ისე, საყურებლად ხო და საჭმელადაც რა გემრიელია :lol: რამდენს მაჭმევენ ხოლმე გუნდაობისას:|
ვაიმე 2 დღეც და მოვა საზიზღარი ზამთარი :((
არც ისე საზიზღარი :user:
მე რამდენს მარბენინებენ , ჩემი მეზობელი მოზვერი დამდევს ხოლმე :s თოვლი უნდა გაჭამოო ყვირის თან, თუ მოხდა სასწაული და ვერ დამეწია ეგრევე სახლში ავრბივარ :DD გოგო, დღეს თბილოდა და იქნებ არ ჩაგვეშალოს პატრიოტთა თავყრილობა, თუ არადა მესამეშიც შეიძლება ქვეყნის მომავალზე ზრუნვა :*:*
მოზვერი :D:D:D
ხო,მესამეც და ორი ლულაც ძალიან პატრიოტულად გამოიყურება ხოლმე :D
პატრიოტობა გინდოდეს ადამიანს და ვერ იპატრიოტო? გამორიცხულია :D :*
თოვლი არ მიჭამია არასდროს :D
ზამთარი თოვლი ჭყაპი და ყველაფერი მსგავსი რულზ!!! <3 <3
მეზიზღება ზამთარი თავისი თოვლით,განათებული ჭაღებით.. ყველაფრით ყველაფრით მეზიზღება :გირლ_აააააააა:
მიუხედავად იმისა რომ სხეულის ორგანოები მეყინება ზამთარი მაინც მირჩევნია ზაფხულს. ზაფხული პაპსაა :D ლოლ
თინი! გავგიჟდე იმ ჯემპრზე ! ჯემპრია თუ რაც არის, სიამოვნებით გავატარებდი მთელ ზამთარს, გაზაფხულის დასაწყისს და შემოდგომის ბოლოს მაგაში :) და ზაფხულის გრილ ღამეებშიც ამოვიცვამდი :D თუ ოდესმე ეგეთი მექნა ქოფირაითს დავიცავ :P
გამატებ ბლოგროლში, მთელი საღამოა შენს ბლოგს ვკითხულობ და მომეწონა :->
დიდი მადლობა ძაალიან ^_^
ბლოგროლში მყავხარ ფავორიტებში, თუ blogroll.ge იგულისხმე :P
ამ ბლოგროლს კიდე ხვალ რემონტი უნდა ჩავუტარო და ჩაგამატებ : )) :*
შენმა პოსტმა ეს საახალწლო სიმღერა გამახსენა:
“პამ პარარა პარა პარა
ლალა–ლალა–ლა ლალა–ლა ლა,
პამ პარარა პარა პარა
ლალა–ლალა–ლა ლალა–ლა ლა… ” :))
მციიივაააა! :(
მოზუზუნე პოსტია:) საყვარელი და მცივანა.
უნივერსიტეტის ყველაზე ცივი კორპუსის კედლებში ლექციებზე საათობით ჯდომა
ვაიმეეეეეეეეეე
უნივერსიტეტში ჯერ კიდევ ცივა?
რა სირცხვილია :(